კვერცხი ბავშვის სიმაღლეში ზრდის საუკეთესო საშუალებაა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯამნო) მონაცემებით, 5 წლის ასაკის 155 მილიონი ბავშვი ასაკთან შედარებით ძალიან დაბალია.

6-თვიანი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კვერცხის ყოველდღიურად მიღება ბავშვების სიმაღლეში ზრდას უწყობს ხელს.
თოხლოდ თუ მაგრად მოხარშული, შემწვარი  თუ ომლეტის სახით მომზადებული კვერცხის მიღება ბავშვებს ზრდაში ეხმარება.
როგორც მეცნიერები ჟურნალ Pediatrics-ში წერენ, კვერცხი არის იაფი გზა ზრდის შეჩერების თავიდან ასაცილებლად.
სიცოცხლის პირველი ორი წელი ზრდა-განვითარებისთვის გადამწყვეტია. ზრდის შეწყვეტა შეუქცევადი პროცესია.
არასრულფასოვანი კვება, სხვადასხვა ინფექცია და დაავადება ბავშვებში ზრდის შეწყვეტის მთავარი მიზეზია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 5 წლის ასაკის 155 მილიონი ბავშვი ასაკთან შედარებით ძალიან დაბალია. უმეტესობა კი დაბალ და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ცხოვრობს. ჯანდაცვის ექსპერტები დიდი ხანია ამ საკითხის მოგვარების გზებს ეძებენ.
ლორა იანუტიმ და მისმა კოლეგებმა ეკვადორის სოფლის მაღალმთიან სოფლებში საველე ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომლის ფარგლებში ექვსიდან ცხრა თვემდე ბავშვებს კვერცხს ყოველდღიურად უფასოდ აწვდიდნენ.
ექსპერიმენტში მონაწილე 160 ბავშვს ექვსი თვის მანძილზე ყოველდღე ერთ კვერცხს აჭმევდნენ, დანარჩენებს კი შედარებისთვის აკვირდებოდნენ. მეცნიერები შედეგმა გააოცა.
იმ ბავშვებში, რომლებიც კვერცხით არ იკვებებოდნენ, პრევალენტობა 47% -ით ნაკლებია, ვიდრე იმ ბავშვებში, რომლებიც კვლევის ფარგლებში ყოველდღიურად კვერცხს ღებულობდნენ.
,,რაც ყველაზე მთავარია, კვერცხი ხელმისაწვდომია ისეთი მოსახლეობისთვის, რომელიც ფარული შიმშილისა თუ კვების დეფიციტის მიმართ დაუცველია,“ – აცხადებენ მეცნიერები.
ბავშვების კვების რაციონი მდიდარი უნდა იყოს ცილების შემცველი ისეთი საკვებით, როგორიცაა ლობიო, ცერცვეული, თევზი, განსაკუთრებით ზეთოვანი თევზი, ხორცი და რძის პროდუქტები.
 
წყარო: BBC

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები