კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ბავშვებს მშობლების სიმშვიდე დაეხმარებათ

Uncategorized, მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ექსპერტთა განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის შედეგად გამოწვეულ ცვლილებებს ბავშვებში გარკვეული პრობლემების გაჩენა შეუძლიათ, თუმცა არსებობს  საშუალებები, რომელთა დახმარებითაც მშობლები დაეხმარებიან შვილებს ცვლილებებთან გამკლავებაში.

„ბავშვები მრავალი სტრესორის გავლენას განიცდიან, როგორებიცაა: სკოლაში სიარულის შეუძლებლობა, სახლში სწავლების მეთოდზე გადაწყობა, მთელი დღის განმავლობაში ოჯახთან ერთად სახლში ყოფნა, მეგობრების ნახვის შესაძლებლობის არ ქონა, ბებია-ბაბუებზე და სხვა მათთვის საყვარელ ადამიანებზე დარდი – თუმცა ბავშვები ამგვარი ცვლილებებისადმი საკმაოდ რეზისტენტულები აღმოჩნდნენ,“ განაცხადა ფლორიდის უნივერსიტეტის, ფსიქოლოგიის ასისტენტ-პროფესორმა, ალექსანდრია მეიერმა.

მშობლებს შეუძლიათ ბავშვებში შფოთვის შემცირება COVID-19-თან დაკავშირებული სიახლეების ექსპოზიციის ლიმიტირებით, ასევე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ბავშვებთან რეგულარული ღია საუბრებით, და ბავშვების მიერ გაგებული ფაქტების რეალურობის შემოწმებით.

„თქვენ უნდა წაახალისოთ  შვილები, რათა ღიად გაგიზიარონ საკუთარი წუხილი და განახორციელონ მაინდფულნეს და სუნთქვის სავარჯიშოები, რათა დაიმშვიდონ საკუთარი სხეულები,“ განაცხადა მეიერმა. „მათ შეუძლიათ  Headspace-ის მსგავსი აპლიაკციების გამოყენება. გარეთ თამაში და სეირნობა ასევე დაეხმარებათ, მშფოთვარე ბავშვებსა და ზრდასრულებს, დამშვიდებაში.

კლინიკური ფსიქოლოგიის დოქტორანტის, ისააკ მირზადეგანის მიხედვით, რომელიც მეიერთან ერთად მუშაობს, პატარა ბავშვებს ნაკლებად შეუძლიათ დისტრესის ექპრესია.

„ბავშვებისათვის ნორმალურია სტრესისა და შფოთვის არა სიტყვების, არამედ ქცევების საშუალებით ექპრესია [მაგ: ძილის პრობლემები, გაღიაზიანება და ტანტრუმები, აგრესიული ქცევა, ჰიპერაქტიულობა და სეპერაციის(განშორება) შფოთვა], და ამ პერიოდშიმ შობლემა შესაძლოა შეამჩნიონ ქცევითი პრობლემების მომატება,“ განაცხადა მირზადეგანმა.

ავიაბილეთები avia.ge

5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებმა, შესაძლოა გამოავლინონ მეტი შიში, შფოთვა და ისეთი პრობლემები, როგორებიცაა მუცლისა და თავის ტკივილები.

თინეიჯერებს შესაძლოა ჰქონდეთ მომატებული კონცენტრაციის პრობლემები, მემამბოხე ან სარისკო ქცევები და ცვლილებები აქტიურობის დონეში. მათ მეტად სჭირდებათ მხარდამჭერი გარემო საკუთარ გრძნობებზე სასაურბროდ, აღნიშნეს მკვლევარებმა.

მშობლებზე დაკვირებით, ბავშვები ბევრს სწავლობენ სიტუაციებზე რეაგირებასთან დაკავშირებით,

„მშობლების მოდელირება, ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პერიოდში,“ აღნიშნა მირზადეგანმა. „მშობლებს შეუძლიათ ფოკუსირდნენ სამოქმედო ინფორმაციის გაზიარებაზე, როგორებიცაა პირბადის გამოყენებისა და ფიზიკური დისტანცირების ინსტრუქციები, ხოლო თავი შეიკავონ სტრესული ინფორმააციის გაზიარებისაგან, როგორიცაა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ან დაინფიცირებული სელებრითების ვინაობა,“

ასევე მშობლებისათვის უმჯობესია პრობლემების მოგვარების წახალისება და შვილების დახმარება იმ საკითხებზე ფოკუსირებაში, რისი გაკონტროლებაც მათ შეუძლიათ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *