ხელოვნური ინტელექტი ძუძუს კიბოს დიაგოზირებას ადამიანზე უკეთ ახორციელებს

კომპიუტერულ პროგრამას ძუძუს კიბოს უფრო მეტი სიზუსტით დიაგნოზირება შეუძლია, ვიდრე ადამიანებს, – ამის შესახებ მეცნიერებმა აცხადებენ.
როგორც ცნობილია, ძუძუს კობოს დიაგნოზირების მიზნით პაციენტებს სკანირებას უტარებენ, თუმცა, არცთუ იშვიათად, მამოლოგებს შეცდომა მოსდით და პაციენტებს, რომლებსაც კიბო არ აქვთ, კობოს დიაგნოზს უსვამენ, ან – პირიქით.
Google Health-ის მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტის მოდელი შექმნეს, რომლის საშუალებითაც ათასობით ბრიტანელ და ამერიკელ ქალს სარძევე ჯირკვლის სკანირების შემდეგ დიაგნოზი დაუსვეს.
აღმოჩნდა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ძუძუს კიბოს დიაგნოზირება რენტგენოლაბორანტებზე უკეთ განახორციელა.
მკვლევარები აცხადებენ, რომ ტექნოლოგიის დასახვეწად შემდგომი კვლევებია საჭირო და შესაძლოა, ის ერთ დღეს კიბოს დიაგნოზირების „მეორე ვარიანტიც“ გახდეს.
როგორც ცნობილია, ძუძუს კიბო ქალებში კიბოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეა, რომლის დიაგნოზიც შარშან 2 მილიონზე მეტ ქალს დაუსვეს. მის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა, კობოს ადრეულ ეტაპზე დიაგნოზირებაა, რისთვისაც სკრინინგის რეგულარულად ჩატარებაა საჭირო.

წყარო : sciencealert.com

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები