ხელოვნების მნიშვნელობა სწავლის პროცესში

ცნობილი ფაქტია, რომ ხელოვნება დიდ როლს თამაშობს ადამიანის განვითარებაში. მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ ასაკში  ხატვა, ძერწვა, თუ ხელოვნების სხვა მიმართულება ორმაგად სასარგებლო და სახალისოა, ხშირად იბადება კითხვა, კონკრეტულად რა სარგებელი მოაქვს მას ბავშვებისთვის. ქვემოთ ჩამოთვლილია ხელოვნების სწავლების ათი ბენეფიტი:

  • კრეატიულობა. პირველი და ყველაზე თვალსაჩინო სარგებელი კრეატიულობის განვითარებაა. კრეატიულობა ბავშვს ეხმარება თვით-გამოხატვასა და განსხვავებული იდეების განვითარებაში. ასევე, კრეატიული ბავშვები უკეთ ახერხებენ ახალ გარემოსთან ადაპტირებას.
  • უკეთესი აკადემიური შესრულება. „ბავშვები, რომლებიც რეგულარულად ესწრებიან ხელოვნების გაკვეთილებს, ოთხჯერ უკეთესი მიღწევები აქვთ აკადემიურ მოსწრებაში, ვიდრე იმ ბავშვებს, რომლებიც ხელოვნებით დაკავებულები არ არიან.“ – აცხადებს ამერიკული საზოგადოებრივი მაუწყებელი (PBS).
  • მოტორული უნარები. ამ უნარების განვითარება ძირითადად ეხებათ ადრეული ასაკის ბავშვებს, რომლებიც ხატავენ, ძერწავენ, ან რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე სწავლობენ დაკვრას. ისეთი მარტივი ქმედებები, როგორიცაა მაგ. ფანქრის ხელში ჭერა და ჯღაბნაა, შესამჩნევად აუმჯობესებს ნატიფ მოტორიკას. ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტის მიხედვით, ტიპური განვითარების მქონე სამი წლის ასაკში ბავშვმა უნდა დაიწყოს წრის ხატვა და შეძლოს უსაფრთხო მაკრატლის გამოყენება.
  • თავდაჯერებულობა. მაგ. სცენაზე ასვლა და სიმღერა ბავშვის კომფორტის ზონიდან გამოსვლაა, რაც მას შანსს აძლევს დროთა განმავლობაში დაინახოს საკუთარი პროგრესი.
  • ვიზუალური უნარების გაუმჯობესება. განსაკუთრებით ადრეული ასაკის ბავშვები, ხატვითა და ძერწვით იუმჯობესებენ ვიზუალურ-სივრცით უნარებს. ხელოვნება ბავშვებს ასწავლის როგორ გამოიყენონ ვიზუალური ინფორმაცია.
  • გადაწყვეტილების მიღება. ხელოვნება ავითარებს კრიტიკული მსჯელობის უნარს. ამას გარდა, ბავშვები უფრო მარტივად იღებენ გადაწყვეტილებებს და შეუძლიათ პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზების პოვნა.
  • მოთმინება. ხელოვნება ბავშვებს (და არამარტო) ბევრი გამოწვევის წინაშე აყენებს. ასევე, ბევრი სხვადასხვა უნარის ჩართულობას ითხოვს, რაც დროთა განმავლობაში ბავშვს მოთმინებას ასწავლის.
  • ფოკუსირება. ხელოვნება ეხმარება ბავშვებს უკეთ ფოკუსირდნენ სხვადასხვა საკითხზე.
  • თანამშრომლობა. ხელოვნების ბევრი მიმართულება, იქნება ეს გუნდში სიმღერა, თუ სპექტაკლში მონაწილეობა, საჭიროებს თანამშრომლობას. ბავშვები სწავლობენ, რომ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა და ერთმანეთის ხელშეწყობა.
  • პასუხისმგებლობა. თანამშრომლობის მსგავსად, გუნდში საჭიროა პასუხისმგებლობა. ბავშვები ხედავენ, რომ ისინი არა მარტო საკუთარ თავთან, არამედ სხვებთანაც არიან ანგარიშვალდებულნი. შეცდომის დაშვებისას ისინი ხედავენ, რომ საკუთარ თავზე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა.

და ბოლოს, ხელოვნება კარგად გამოხატავს პიროვნების ხასიათსა და ემოციებს და შესაბამისად, მისი სწავლით ბავშვის შინაგანი სამყაროს შეცნობა უფრო მარტივი ხდება. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები