სამყარო და გამოწვევები, რომლიც კორონა ვირუსმა შექმნა, საკმაოდ უცხოა ჩვენი პატარებისთვის. ამიტომაც ასეთ ვითარებაში იზრდება მშობლის როლი.

ეს პირველ რიგში ეხება პირადი ჰიგიენის დაცვას. ხელების სისტემატიურად დამუშავებას, პირის ღრუს სისუფთავეს და ა.შ საკმაოდ მისაღები და მრავალჯერ განხილული თემაა ჩვენთვის, დიდებისთვის. თუმცა, რთულია პატარასთვის ამ ყველაფრის სწავლება და ჩვევად გადაქცევა. ეცადეთ, თამაშ-თამაშში აუხსნათ და ინფორმაციის გაცემის დროს, ვიზუალიზაციისთვის დაიხმაროთ ვიდეოში არსებული მასალა. ასწავლეთ პატარებს, რისთვის არის ეს ყოველივე საჭირო და ეცადეთ ინფორმაცია ყოველდღიურად მიაწოდოთ, იქამდე, სანამ პატარასთვის ხელების დაბანა ჩვეული პროცესი არ გახდება.

                                                                                     მასალის ავტორი: თამარ ჩხაიძე

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი