მთავრობის ახალი რეგულაციებით, საქართველოში სასურსათო ვაჭრობის გარდა, ყველა სხვა სავაჭრო ქსელები, მაღაზიები და დახლებიც კი, სადაც ჰიგიენისა და სურსათის გარდა სხვა რამ იყიდება, გაუქმდა ან დაიკეტა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არსებობს გამონაკლისები.
“Carrefour Georgia და სხვა მთავრობასთან დაახლოებული ბიზნესები დაუმორჩილებლობას აცხადებენ. ერი ვითხოვთ პოლიციის ეკიპაჟებსა და ძაფებით დალუქულ პროდუქციას ყველა ფილიალში 😀
დღეს “სუფთა სახლში” “აკრძალული დახლები”გამოჩნდა, რომლებიც ახალი რეგულაციებით მაღაზიას ჰიგიენური საშუალებების გარდა სხვა პროდუქტის გაყიდვას 24 დეკემბრამდე უზღუდავს.
ხოდა, წავედი, ნეტა კარფურში რა ხდება-მეთქი. 🥱
გზაში ორმა მოხუცმა ქალმა საჭმელი მთხოვა, სამმა ახალგაზრდა ბიჭმა დედის ოპერაციის ფული, ლარის კურსი 3.32 დამხვდა.
ალბათ გვეტყვიან, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ კანონს არავინ არ ვიცავთ და აკრძალული საახალწლო სათამაშოები კარფურში უკანონოდ, მაგრამ წარმატებით იყიდეო. რო რამე, ტანსაცმელსაც წარმატებით გამოვიყოლებდი. უფრო უნდა დაგვტუქსონ, ასე არ შეიძლება.
ისე კი, ყველამ კი ვიცით რომ პანდემიის სახელით დაწესებული აკრძალვებით შექმნილი მონოპოლიით ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა ისე მოითბეს ხელი, როგორც არასდროს, ეგ ჩვენ ვართ რომ ვღარიბდნებით, უწესოები.
ეცეთ თქვენი შერჩევითი სამართალი 🥂
წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე მარიამ ფუტკარაძე და ვიდეოს ავრცელებს: