ზოგიერთ ქალს ორსულობისას ე.წ. სტრიები უჩნდება – ეს არის ნაწიბურის სახეობა, რომელსაც ჰორმონალური ცვლილების დროს, კანის სწრაფი დაჭიმვა და შეკუმშვა იწვევს. ახალგაჩენილ სტრიებს ვარდისფერი ან იასამნისფერი ელფერი დაჰკრავს, ამ დროს მისი მკურნალობა უფრო ადვილია, ხოლო დროთა განმავლობაში ის თეთრდება და მისი მკურნალობა რთული ხდება. ისინი ჩნდება მუცელზე, ბარძაყებზე, მკერდზე, არა მხოლოდ ორსულობისას, არამედ მაშინ, როცა ადამიანი სწრაფად იკლებს ან იმატებს.

სტრიების გაჩენის თავიდან აცილება საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით თუ გაქვთ გენეტიკური მიდრეკილება, თუმცა ორსულობისას, სტრიების პრევენციის მიზნით, შეგიძლიათ რამდენიმე რჩევა გაითვალისწინოთ:

 

  1. აკონტროლეთ წონა. ჭამეთ ჯანსაღად და შეეცადეთ წონაში ნელა მოიმატოთ.

 

  1. დაიტენიანეთ კარგად კანი. სტრიების საწინააღმდეგო კრემის გამოყენება შეგიძლიათ ორსულობის დროს, თუმცა სანამ კონკრეტულ კრემს გამოიყენებთ, მიამრთეთ თქვენს ექიმს. ასევე ორსულობის შემდგომაც გამოიყენეთ უკვე არსებული სტრიების სამკურნალოდ კრემები.

 

3. გახსოვდეთ, რაც უფრო ადრე დაიწყებთ მკურნალობას, მით უფრო ეფექტური იქნება ის.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

წყარო: https://www.verywellfamily.com

                                                                                   მასალა მოამზადა: სოფია მალანიამ