ივანე ჩხაიძე: თუ ბავშვებს 3 თვით სახლში ჩავკეტავთ, მათ ჯანმრთელობას გაცილებით დიდ ზიანს მივაყენებთ

პედიატრი, ივანე ჩხაიძე მშობლებს მოუწოდებს ბავშვები სუფთა ჰაერზე აუცილებლად გაიყვანონ. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, თუ ბავშვებს 3 თვით სახლში ჩავკეტავთ, მათ ჯანმრთელობას გაცილებით დიდ ზიანს მივაყენებთ.

„თუ ჩვენი ბავშვები 3 თვის განმავლობაში სახლში ჩავკეტეთ, ამით გაცილებით უფრო დიდ ზიანს მივაყენებთ ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობას. თუ გაზაფხულის პერიოდში ჩვენ ბავშვი გარეთ არ გავიყვანეთ, იმუნიტეტის ერთ-ერთი წყარო, D ვიტამინი, რომელიც გაზაფხულის პერიოდში მზის სხივების ზემოქმედების შედეგად ფორმირდება, როგორ უნდა მიიღოს? ბავშვი, რომელიც ჩაკეტილია სახლში და სამი თვის განმავლობაში – მარტი, აპრილი და მაისში გარეთ საერთოდ არ გავიდა, ივნისში ჩვენ ძალიან ბევრ შესაძლო გართულებას მივიღებთ. ჩემი რჩევაა – გაიყვანეთ ბავშვები სუფთა ჰაერზე, დღეში რამდენჯერმე, 20-30 წუთით, უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა პედიატრმა.

წყარო : imedinews.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები