44 წლის ვარ, ჩემი მეგობარი მამაკაცი კი – 30-ს. უკვე 3,5 წელია ერთად ვართ.  ერთმანეთს მისმა ვაჟმა დაგვაკავშირა. მაშინ ბავშვი წლისაც არ იყო. რა თქმა უნდა, მას დედა სჭირდებოდა და მალე ასეც მეძახდა. ბავშვის მამასთან რთული ურთიერთობა მაქვს, სკანდალებით. ორივე საკმაოდ ტემპერამენტულები ვართ, არამარტივი ხასიათის ადამიანები. მაგრამ მაინც ვერ ვარ მის მიმართ გულგრილი და ამ ურთიერთობაზე უარს ვერ ვამბობ. თუმცა, რამდენჯერმე დავასრულეთ ურთიერთობა.

ჩემი მშობლები, რა თქმა უნდა, წინააღმდეგნი არიან ჩვენი ერთად ყოფნის, სწორედ ამ სკანდალების გამო. ჩემი 15 წლის ქალიშვილიც არ არის აღფრთოვანებული ამ ურთიერთობით. თუმცა, მის ვაჟს ძალიან შეეჩვია.

ახლახანს მან ხელი მთხოვა, სურს ოფიციალური გავხადოთ ურთიერთობა. გაჩნდა სამომავლო გეგმები. და ახლა დაბნეული ვარ. ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა, ჩემი მშობლები და ქალიშვილი წინააღმდეგები არიან. არ ვიცი, როგორ მოვიქცე.  ყველას ხაზი  გადავუსვა და დავთანხმდე მის ცოლობას, თუ საბოლოოდ დავშორდე და ჩემი ცხოვრებით გავაგრძელო ცხოვრება? ექსპერტის რჩევა ძალიან მჭირდება. მადლობა.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ნატალია, 44 წლის

ფსიქოლოგის პასუხი:

მოგესალმებით, ნატალია! მოდი დავიწყოთ კითხვიდან: “ყველას ხაზი  გადავუსვა და დავთანხმდე მის ცოლობას, თუ საბოლოოდ დავშორდე და ჩემი ცხოვრებით გავაგრძელო ცხოვრება?”

რას გულისხმობთ “საკუთარ ცხოვრებაში”? და რატომ გართმევთ მას თქვენს ურთიერთობაში გაკეთებული არჩევანი? რა თქმა უნდა, მარტივი არ არის მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც არ ემთხვევა თქვენი ახლობლების მსოფლმხედველობასა და სურვილებს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ნებისმიერი ზრდასრული ადამიანი თავისუფალია საკუთარ არჩევანში, თუკი მზად არის აიღოს მასზე პასუხისმგებლობა.

სინამდვილეში რა გაბრკოლებთ, რომ მიიღოთ გადაწყვეტილება? მინდა ყურადღება გავამახვილო ქვეცნობიერ, ერთნაირ ფორმულირებაზე, იპოვოთ მიზეზი, რომ გადაიტანოთ საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებლობა სხვაზე. ამ ურთიერთობაზე ბავშვის გამო წახვედით: “მისმა ვაჟმა დაგვაკავშირა”. ქორწინებაზე კი შესაძლოა უარი თქვათ თქვენი ახლობლების გამო, რომლებიც წინააღმდეგნი არიან ამ ურთიერთობის. მაგრამ სად ხართ თქვენ? სად არის თქვენი სურვილები? თქვენი გადაწყვეტილებები? თქვენი ცხოვრება?

მოვლენების ინტერპრეტირება სხვადასხვა ფაქტორის, შვილებისა და ნათესავების გამოყენებით – მოსახერხებელი ჩვევაა, რომელსაც ბევრი მეორადი შედეგი მოაქვს. ჩვენ თუ რამენაირად ვინმეს გამო ვიქცევით, მაშინ პასუხისმგებლობაც, ხან კი “დანაშაულიც”, მასზეა, ვის გამოც ასეთი არჩევანი გავაკეთეთ.

რა თქმა უნდა, ეს შემთხვევით ხდება, გაუცნობიერებლად. ეს ერთგვარი შინაგანი მანიპულაციაა საკუთარ თავთან. და ამასთან გამკლავება ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მიიღოთ თქვენი გადაწყვეტილება, თქვენი არჩევანი და დაუშვათ თუნდაც საკუთარი შეცდომა. ამაზე დაფიქრება, გაცნობიერება და დანახვა ძალიან მნიშვნელოვანია. მაშინ გადაწყვეტილებაც თავისით მოვა.

ეცადეთ, იფიქროთ და იმოქმედოთ სხვაგვარად. მხოლოდ საკუთარ თავზე დაყრდნობით, “მის გამო” ,  “ამის გამო” – ამ ფორმულირებების გარეშე. და თუ მაინც გაგიჭირდათ დამოუკიდებლად ამ ყველაფრის გაცნობიერება, მიმართეთ სპეციალისტს.