ინტელექტუალური სავარძელი – შეძღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის

ბარსელონაში დაფუძნებულმა შეზღუდული შესაძლებლობის ფონდმა ინტელექტუალური სავაძელი შექმნა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს მათ გარშემო არსებული სამყაროს შეცნობაში დაეხმარება.
მანამდე არსებული ინვალიდის ეტლები როგორც წესი ჯოისტიკით კონტროლდებოდა და ის ბავშვები, რომლებსაც აუცილებელი საავტომობილო უნარები არ ქონდათ, მის გამოყენებას ვერ ახერხებდნენ.
როდესაც ანა რეიგი 8 თვის იყო, მას ე.წ. მგლის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს. ოჯახმა არ იცოდა, რით დახმარებოდნენ პატარას.

სამედიცინო პერსონალმა ოჯახი Nexe-ს ფონდთან დააკავშირა, ეს არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სკოლა, რომელიც ოჯახებს ეხმარება.
ანა თავისი მდგომარეობის წინაამდეგ იბრძოდა და გარე სტიმულებზე რეაგირებდა.

“ანას Wolf-Hirschhorn (მგლის) სინდრომი აქვს, რაც საკმაოდ იშვიათი გენეტიკური მდგომარეობაა, კერძოდ ყოველ 50,000 ადამიანში ერთი შემთხვევაა მსგავსი. მის წინაშე მდგომი მთავარი პრობლემა ჰიპოტონიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აქვს ძალიან ცოტა ძალა, აქვს ზრდის პრობლემები, ეპილეფსიური კრუნჩხვები, ინტელექტუალური შეზღუდულობა, კომუნიკაციის პრობლემა. ერთ-ერთი პრობლემა, რომლის წინაშეც იგი დგას, არის თუ როგორ ურთიერთქმედებს თავის გარშემო არსებულ სამყაროსთან. ასე რომ, აღნიშნული სავარძელი მას სწორედ ამაში დაეხმარება. ის ფაქტი, რომ მას შეუძლია დააჭიროს ღილაკს რაიმე მოქმედების შესრულების მიზნით, ანას ურთიერთქმედების საშუალებას აძლევს,“ – განაცხადა ანას მამა ენდრიუ რეიგმა.
სავარძლის პროტოტიპი 3D ტექნოლოგიის სენსორებით ააგეს, რომლის საშუალებითაც დაბრკოლებების აღმოჩენა ხდება, რათა გადაადგილების მიმართულება განსაზღვრონ და ასევე გზავნის ინფორმაციას უახლოესი ობიექტამდე არსებული მანძილის შესახებ.
სავარძლის შემქმნელ ჯორდი ვენტურას განცხადებით, მას ისეთი მარტივი ჩამრთველი ექნება, რომ ბავშვები ადვილად მოახერხებენ სხეულის სხვადასხვა ნაწილით (ხელი,ფეხი, თავი, ნიკაპი…) მას დააწვენ და მოქმედებაში მოიყვანონ.

3fu42yj3t4f23f4jh23gfv423k

მისი თქმით, დაბალი ღირებულების მქონე ინტელექტუალური სავარძელი ინდივიდუალური ბავშვის საჭიროებებს პასუხობს.
ინტელექტუალური სავარძელი შესაძლოა იყოს არასტანდარტულად დამზადებული სხვადასხვა ბავშვისთვის მათი ინდივიდუალური საავტომობილო და შემეცნებითი შესაძლებლობების, სიმაღლის, წონისა და კომფორტის მოთხოვნების შესაბამისად.
სავარძელს მოყვება ონლაინ ინსტრუქცია, რომელიც უფასოდ აწვდის ინფორმაციას ყველას, ვისაც მისი აგება უნდა. Nexe აპირებს ვორქშოპების გამართვას, რათა ოჯახებს სავარძლის აგება ასწავლონ.
სავარძლის პროგრამული უზრუნველყოფა IT ინჟინერმა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მამა ფრან სეგოვიამ შეიმუშავა.
ვენტურა და სეგოვია მომავალში აპირებენ სავარძელი ისე განავითარონ, რომ იგი ტაბლეტის ან მობილური ტელეფონის საშუალებით გადაადგილდებოდეს.

წყარო: Reuters

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები