ხშირად გვიფიქრია აღმზრდელობით  მეთოდებზე, თუ როგორ უნდა აღვზარდოთ ბავშვი სწორად.  დამეთანხმებით, ეს  მეტად რთული, საპასუხისმგებლო და შრომატევადი პროცესია. ამასთან დაკავშირებით კი ყველა მშობელს თავისებური მიდგომა აქვს.

ალბათ ყველას გაგვიგია  გამონათქვამი, რომ “ბავშვი ოჯახის სარკეა”. ჩვენ ხელთაა ყველა ბერკეტი, ვასწავლოთ ბავშვს ადრეული ასაკიდან სიკეთის კეთება, ჩამოვაყალიბოთ მასში  პასუხისმგებლობის გრძნობა,  დაფასება, სითბო, სიყვარული, შრომისმოყვარეობა… აუცილებელია თავიდანვე ვასწავლოთ  ბავშვს თავშეკავება  და თანაგრძნობის გამოხატვა. როგორ უნდა ვიურთიერთოდ თანატოლებთან და სხვ.

 

წარმოგიდგენთ  რამდენიმე   გზას,  რაც  ვფიქრობთ, დაგეხმარებათ ბავშვის სწორად აღზრაში.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

 

1.საზღვრების დადგენა

 

ბავშვისთვის საზღვრების დადგენა და შემდგომში მისი დაცვა დიდ  სირთულეს წარმოადგენს. ამ დროს მათგან ვიღებთ ჩხუბს, ყვირილს, ხშირად ისეთ ფრაზებსაც ვისმენთ, რომლებიც  გულს გვტკენს, მაგალითად: „თავი დამანებე”, „მძულხარ”…

ჩვენ მიერ დადგენილი  წესების გასათავისებლად, შესაძლოა, მას დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდეს. ვალდებული ვართ, მას ავუხსნათ, თუ რატომ ვუდგენთ  წესებს გარკვეული საკითხებისადმი. შედეგიც არ დააყოვნებს.

 

  1. ძილის რეჟიმის დარეგულირება

 

სწორი ძილის რეჟიმი ადამიანის ჯანმრთელობის საწინდარია.  აუცილებელია ბავშვი თავიდანვე შევაჩვიოთ ადრე დაძინებას. ამისთვის კი აუცილებელია ცოტა მკაცრები ვიყოთ. ხშირად ვაწყდებით პრობლემას,  როცა ბავშვები სხვადასხვა აქტივობებს, სკოლის დავალებებს  შემოიტოვებენ და გვიან მეცადინეობენ. მოზარდების  ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის  აუცილებელია  სწორი ძილის რეჟიმის  დადგენა და ამასთან შეჩვევა.

 

  1. თანაგრძნობა

ჩვენი შვილის ბედნიერებისა და წარმატების გასაღებად შესაძლოა ჩაითვალოს ყველაზე მარტივი სიტყვა-თანაგრძნობა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვები ყველაფერს ჩვენგან სწავლობენ.

ექიმი, ფსიქოლოგი და აღზრდის ექსპერტი – Michele Borba ამბობს, რომ „თანაგრძნობა ბავშვში  აღვიძებს  კეთილგანწყობას, პროსოციალურ ქცევასა და ზნეობრივ გამბედაობას, ეს კი  ბულინგის, აგრესიის, ცრურწმენისა და რასიზმის ეფექტური საწინააღმდეგო საშუალებაა. თანაგრძნობა   მნიშვნელოვან საქმეებში წარმატებისა და ამავე დროს ლიდერობის ერთ–ერთი აუცილებელი ფაქტორია.

 

  1. ჩახუტება

 

ჩახუტება, ხომ სითბოს გამოხატულებაა. არსებობს ასეთი გამონათქვამი, რომ გადარჩენისთვის დღეში ოთხი ჩახუტება გვჭირდება. მხარდაჭერისთვის – დღეში რვა ჩახუტება, ხოლო ზრდა-განვითარებისთვის კი –  თორმეტი ”.

ჩახუტება  ოქსიტოცინის გამოყოფას უწყობს ხელს. ეს მშვენიერი ჰორმონი ბევრ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე. მაგ.ხელს უწყობს ზრდა-განვითარებას.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჩახუტებას  შეუძლია ჩვენს ორგანიზმში მყისიერად გაზარდოს ოქსიტოცინის დონე.  ოქსიტოცინის გაზრდას მოჰყვება  ზრდა-განვითარების  ჰორმონის ზრდაც,   როგორიცაა ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი-I (IGF-1) და ნერვის ზრდის ფაქტორი (NGF). თბილი  და სიყვარულით სავსე ჩახუტება ხელს შეუწყობს, როგორც ბავშვის ზრდა-განვითარებას, ასევე ისეთი გრძნობების ჩამოყალიბებას მასში, როგორიცაა სითბო, სიყვარული, ბედნიერება.

 

  1. ვითამაშოთ შვილებთან ერთად

 

რთული სამუშაო დღის შემდგომ სამსახურიდან შინ დაბრუნებულებს ხშირად გვითქვამს- “ახლა არა, დაღლილი ვარ”. ჩვენი პატარები კი ამ სიტყვებს ვერ იგებენ. მათ ხომ მხოლოდ ჩვენთან ერთად გემრიელად თამაში უნდათ. ათასი საქმის გამო ვერ ვაცნობიერებთ, რომ  შვილებთან გართობისა და თამაშისთვის დრო სრულებით აღარ გვრჩება. თამაში ის ერთადერთი რგოლია, რაც გვაკავშირებს ჩვენ შვილებთან.

 

  1. ტექნოლოგიების მეტად შეზღუდვა

 

ახლა ტექნოლოგიების: სმარტფონების, კომპიუტერების, პლანშეტების ერაა.  დროის გაყვანასა თუ გართობას მათი მეშვეობით ვცდილობთ.

იმისთვის, რომ ბავშვის ტვინის ნერვული ქსოვილები  ნორმალურად განვითარდეს, ბავშვს გარე გარემოდან კონკრეტული სტიმულები სჭირდება.  ასეთი   სტიმულები კი ტაბლეტების ეკრანებზე არ გვხვდება. როდესაც პატარა ბავშვი ძალიან დიდ დროს  ეკრანის წინ ატარებს და არასაკმარისად იღებს რეალურ სამყაროში საჭირო სტიმულს, მისი განვითარება ფერხდება.

ამიტომ,  აუცილებელია მივიღოთ მკაცრი ზომები და მინიმუმამდე დავიყვანოთ მათი გამოყენების ხანგრძლივობა.

 

  1. ვიკითხოთ წიგნები მათთან ერთად

 

ჩატარებულმა კვლევებმა  აჩვენა, რომ  ადრეული ასაკიდან კითხვა ბავშვს ეხმარება ახალი სიტყვების სწავლაში. ისინი იგებენ ისეთ სიტყვებს, რომლებიც აქამდე არ გაუგიათ, მათთვის ისინი სრულიად უცნობია. უვითარდებათ წარმოსახვის უნარი. ასეთ დროს ისინი უფრო მეტად გრძნობენ  მშობლებთან კავშირს.

 

  1. გარემოსთან ურთიერთობა

 

აქტიური, თავისუფალი თამაში   განსაკუთრებით გარეთ, ბავშვში  აუმჯობესებს ყველაფერს, კრეატიულობიდან, აკადემიურ წარმატებასა და ემოციურ მდგრადობამდე დასრულებული.

იმისთვის, რომ ჩვენი შვილი იყოს აქტიური, მეგობრული არა მხოლოდ თანატოლების მიმართ, არამედ სამყაროსადმი აუცილებელია მისი  გარეთ გასეირნება.

 

 პოზიტიური აღზრდა   მეთოდებისა  და მიდგომების ერთგვარი ერთობლიობაა, რომლებიც საუკეთესო მასწავლებელი ხდება  ნებისმიერ ბავშვთან. პოზიტიური აღზრდა დაფუძნებულია  წახალისებაზე.  ეს შეიძლება იყოს მოწონება, შექება, ნდობის გამოხატვაწახალისება გაცილებით ეფექტურია, ვიდრე დასჯა. აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ დასჯით ის ხდება უფრო მეტად ფრთხილი  და არა მეტად პასუხისმგებლიანი… ნუ დაგვენანება ჩვენი შვილებისთცის თბილი, სასიამოვნო სიტყვების თქმა.

 

 წყარო:themilitarywifeandmom.com

სტატია მოამზადა: ნუცი მეხრიშვილმა