“იყო უფროსი – არ ნიშნავს იყო “მოსაწყენი”. ორი გოგონას დედა, რეიჩელ ჰეინვენჰენდი, როგორც ჩანს, ბავშვობიდან ოცნებობდა, ეცხოვრა ბარბის სახლში. სადა, “სკანდინარვიურ” სტილში მოწყობილი სახლის პრინცესას საცხოვრებლად გადასაკეთებლად ქალს რამდენიმე წელი დასჭირდა, მაგრამ რეიჩელმა ყველაფერი საკუთარი ხელით, ინტერნეტში ნაპოვნი ინსტრუქციებით შექმნა.

კარს შეაღებ და თავს დაგატყდება ფერებისა და სხვადასხვა ქსოვილის ტალღა. მართლა იფიქრებ, რომ ქალი გოგონებთან ერთად სათამაშო სახლში ცხოვრობს – იმდენად ყველაფერი თოჯინურია და იმდენი ვარდისფერია. ინსტაგრამზე რეიჩელის ბევრმა გამომწერმა იკითხა, თავს ხომ არ ატკიებს ასეთი დატვირთული ინტერიერი, მაგრამ გოგონები აღფრთოვანებულები არიან და დედასაც ეს უნდა. სტუმრებსაც უხარიათ ბარბის სახლში მისვლა.

რეიჩელი ყვება, რომ დიდხანს ეცადა ყოფილიყო ნორმალური და ეცხოვრა მოსაწყენ სკანდინავიურ სტილში მოწყობილ სახლში. მაგრამ მხოლოდ 2 წელი შეძლო იმ 7 წლიდან, რომელიც ოჯახმა ამ სახლში გაატარა. ქალმა ყველაფერი ძველი ინტერიერიდან EBEY -თ გაყიდა, მოიმარჯვა სათლი, საღებავები და ფუნჯები და შეუდგა ცვლილებებს.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

შემოქმედებაში ის 80-იანი წლების მოტივებით შთაგონდა: სამზარეულოს იატაკის ორნამენტი და პიანინოს სახურავის ნახატი, პლაკეტები კედლებზე და სხვა… სარემონტო სამუშაოების ძირითადი ნაწილი რეიჩელმა თავად შეასრულა. ის ყვენა, რომ ერთხელ შეცდომით შეიძინა საღებავი, რომელიც ზედმეტად ხელოვნური აღმოჩნდა – ქალმა მასში ტალკი აურია, როგორც ინტერნეტში ეწერა და ყველაფერი გამოუვიდა.

სამზარეულოს იატაკიც თავად შექმნა რეიჩელმა. შემდეგი მეთოდით: ორნამენტი პინტერესტიდან აიღო, ლინოლიუმი კაპიკებში შეიძინა, მალიარის სკოტჩი, საღებავი, 8  საათიანი სამუშაო და ერთი ბოთლი პროსეკო, რათა დასრულებული სამუშაო აღენიშნა.

რეიჩელმა სტერეოსისტემაც კი გადაღება: ის ეძებდა ახალს, ისეთს, ინტერიერს რომ მოუხდებოდა, რომ ვერ მიაგნო, ადგა და გადაღება. სახლისთვის ყველა აქსესუარი – ბალიშები ცისარტყელას სტილში, სურათის ჩარჩოები, პოსტერები და კაშკაშა დეტალები – ქალმა ჩვეულებრივ სუპერმარკეტში იაფად შეიძინა. ნახატები – თავისი და გოგონების ქმნილებებია.

“ჩემი სახლი, შესაძლოა, უცნაურია, მაგრამ ჩემთვის ნორმალურია. ფანჯრების მიღმა როცა ბნელა, ჩვენს სახლში მაინც სინათლე და ხალისია. არასოდეს ვიწყენთ.

5 წლის განმავლობაში სახლის მოწყობა რეიჩელისთვის ჰობი და ერთგვარი ვნება გახდა – ქვები უკვე 6-ჯერ გადაღება და ამბობს, რომ სულ მზად არის ინტერიერის გადასაკეთებლად: მალიარის სკოტჩი, საღებავი და ახალი ორნამენტები მზად არის!
თქვენ იცხოვრებდით ასეთ სახლში?