გიდი ორსულთათვის – 18 მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი პუნქტი!

დეტალური გიდი, რომელიც 9 თვეს მინიმალური დისკომფორტით გაგატარებინებთ

გულწრფელები ვიქნებით – ქალის ცხოვრებაში მთავარი პერიოდი, შვილის მოლოდინი, ხშირად ბევრ სირთულესთან, ნეგატიურ მომენტთან ან ეჭვთან არის დაკავშირებული. ჩვენ შეგიდგინეთ 18 რჩევა, რომელიც ორსულ ქალებს ამ პერიოდის მაქსიმალურად მარტივად გავლაში დაეხმარება.

  1. აწარმოეთ ორსულობის დღიური

ეს ახლა გეჩვენებათ, რომ უცნაური რჩევაა. სინამდვილეში, შემდეგ, როცა გადაიკითხავთ თქვენი ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობის ცვლილებებს, აუცილებლად გააკეთებთ თქვენთვის სასარგებლო დასკვნებს. დღიურის წარმოება უფრო მოსახერხებელი იქნება კვირების მიხედვით: პირველიდან 40 კვირის ჩათვლით.

2. პანიკის გარეშე

ორსულობის პერიოდში ჰორმანალური აფეთქების დროს ხდება ისე, რომ გეჩვენებათ, თითქოს ვერავინ გიგებთ, საკმარისად არ ზრუნავენ თქვენზე, ხოლო ტოქსიკოზის პერიოდში სხვადასხვა სიტუაციის დრამატიზირებას პანიკურ შეტევამდე მივყავართ. ამ დროს არაფერია იმაზე უკეთესი, რომ ესაუბროთ სპეციალისტებს, უკვე ორსულობა გამოვლილ დაქალებს, ორსულ ქალებს ფორუმებსა და ჯგუფებში. ნუ განიცდით მარტოობაში მყოფი. ბოლოსდაბოლოს, თუ მაინც არ მოვიდა პოზიტიური აზროვნება, იცოდეთ – საშიში ორსულობა არ არის და მით უმეტეს, არც პათოლოგია. სტატისტიკური მონაცემიბით ქალების 40 % არ აღიქვამს ორსულობას, როგორც ღვთის საჩუქარს, რადგან ამ დროს ჭარბობს შიშები და ეჭვები, სტრესული მდგომარეობა. იმ შემთხვევაში, თუ მაინც ვერ უმკალვდებით თავად ამ ყველაფერს, თამამად ჩაეწერეთ ფსიქოლოგთან.

3. ნუ გეშინით ექოსკოპიის გადაღების

9 თვის განმავლობაში ექოსკოპია მთავარი კვლევა იქნება, რომელიც დაგეხმარებათ იმის ცოდნაში, როგორ მიმდინარეობს ორსულობა და როგორ ვითარდება ბავშვი. ბევრ მომავალ დედას ეშინია და ჰქონია, რომ ორსულობის ადრეულ ეტაპზე ექოსკოპიის გადაღება ბავშვს რამეს ავნებს. ადრე არსებობდა მოსაზრდება, რომ ექოსკოპია – სახიფათო პროცედურაა, და რომ მისი ხშირად გადაღბა, რეკომენდებული არ არის. დღეს სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ მედიცინის თვალსაზრისით, ეს აბსულოტურად უსაფრთო პროცესია, როგორც თქვენთვის, ასევე ბავშვისთვის. თანამედროვე ულტრახმოვანი აპარატები ფლობენ სამშრიან და ოთხშრიან ვიზუალიციას, რაც არა მხოლოდ ბავშვის მოძრაობას ხედავს, არამედ ადრეულ ასაკში ავლენს გულის მუშაობის იშვიათ ან კომპლექსურ დარღვევებს.

4. ჩაიტარეთ ე.წ. “სტრიების”, კანზე ნახეთქების გაჩენის პროფილაქტიკა

ქალების უმეტესობას ეშინია, რომ მშობიარობის შემდეგ კანის ელასტიკურობა ვეღარ აღსდგება. ერთ-ერთი მთავარი ესთეტიკური პრობლემა, რომელიც ქალებს ორსულობისას ადარდებთ – “სტრიები” , კანზე ნახეთქების წარმოქმნაა. თუმცა, დღეს ბიუტი-ბრენდების წარმომადგენლები უამრავ რევოლუციურ საშუალებას გვთავაზობენ, ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად – კრემები და ზეთები, რომლებიც ხელმისაწვდომია დღეს ნებისმიერ აფთიაქში და ორსულობის დროს გამოყენების შემთხვევაში დაზღვეული ხართ ამ პრობლემის გაჩენისგან. თუმცა, აუცილებლად ზედმიწევნით კარგად წაიკითხეთ შემადგენლობა, რათა საშუალება არ შეიცავდეს ქიმიუმ დანამატებს და იყოს მაქსიმალურად ბუნებრივი ინგრედიენტებით შედგენილი.

5. შეიძინეთ სპეციალური ბალიში ორსულთათვის

სპეციალური ბალიში ორსულთათვის ბანანის ფორმის არის და სხვადასხვა ქსოვილისგან იკერება. შეარჩიეთ თქვენთვის მაქსიმალურად კომფორტული – ჰიპოალერგიული და ნატურალური ქსოვილი. ერთ შეხედვით, შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ ეს უსარგებლო ნივთია, მაგრამ მეორე ტრიმესტრის შუა პერიოდიდან, ორსული ქალი განიცდის სერიოზულ დისკომფორტს ძილის დროს. სპეციალური ბალიში კი სხეულის მასას ისე ანაწილებს, რომ თქვენ გექნებათ საშუალება კომფორტულად დაიძინოთ ზურგზე, ან გვერდზე.

6. ატარეთ ბანდაჟი

მეორე ტრიმესტრის დასასრულიდან, მუცლის ზრდასთნ ერთად, შესაძლოა, დაგეწყოთ ზურგის ტკივილები. იმისათვის, რომ შეამსუბუქოთ ზურგზე დაწოლა და დააფიქსიროთ მუცლის კუნთები, გამოიყენეთ სპეციალური ბანდაჟი ორსულთათვის. ფერებისა და მოდელების ვარიაცია – უამრავია: დუგმებით ან ფხრიწებით, ელვაშესაკრავით და თასმებით. უმჯობესია, ენდოთ სპეციალისტებს, ორთოპედიული სალონებიდან და აარჩიოთ მოდელი მათი რჩევით.

7. ყურადღებით შეარჩიეთ საბავშვო ეტლი

ალბათ, ყველაზე სასიამოვნო და მნიშვნელოვანი შენაძენია თქვენი პატარასთვის, ამიტომაც გულისყურით მოეკიდეთ ამ საკითხს. ეტლი უნდა იყოს მსუბუქი, მოსახერხებელი, კომფორტული, დასაკეცი და კარგად მოძრაობდეს ბორბლები, ამიტომაც მნიშვნელოვანია მოაწყოთ მისი მინი ტესტ-დრაივი. ან ენდოთ ბრენდის სიძლიერებს.

8. უარი თქვით აპარატურულ პროცედურებზე

სამწუხაროდ, მოგიწევთ მოთმენა ამ კუთხით. არანაირი ლაზერი და მსგავსი სილამაზის პროცედურები. მთელი ორსულობის განმავლობაში არ არისე რეკომენდებული ლაზერული და ფოტოეპილაცია, ელექტროეპილაცია და კატეგორიულად – სოლარიუმი. სხვათა შორის, ფილერებიც აკრძალულია ამ დროს.

9. ფრთხილად იყავით მედიკამენტებთან

სანამ რომელიმე აბს მიიღებდეთ, თუნდაც გაციების ან თავის ტკივილის გამაყუჩებელი ბანალური წამალი იყოს, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ასევე ყურადღებით წაიკითხეთ ყველა ჩვენება და უკუჩვენება ორსულობის დროს.

10. იქონიეთ რეგულარული კონტაქტი ექიმთან

დღეს ქალთა კონსულტაციაში ხშირად სიარული, წინასწარი ჩაწერის გარეშე, თითქმის შეუძლებელია. ამიტომაც იქონიეთ ექიმის პირადი ნომერი. დაამყარეთ მასთან ისეთი კონტაქტი, რომ არანაირ პატარა დეტალზეც კი არ მოგერიდოთ ექიმთან დარეკვა და კითხვის დასმა.

11. ნუ შეგეშინდებათ მოგზაურობის

მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში აღიქვამენ მოგზაურობას ორსულობის დროს ექსტრიმად. სინამდვილეში, დასვენება ზღვის სანაპიროზე – ძალიან სასარგებლოა ორსულთათვის. რა თქმა უნდა, ამაზე ექიმის დასტური და ნებართვა გჭირდებათ, რადგან არ უნდა გქონდეთ ფრენის ან მანქანით მგზავრობის უკუჩვენება. თუკი ორსულობა გართულების გარეშე მიმდინარეობს, მგზავრობა ნამდვილად არ გეკრძალებათ. რა თქმა უნდა, აქაც უნდა დაიცვათ რაღაც წესები: ნუ აირჩევთ დასასვენებლად ძალიან ეგზოტიკურ ქვეყნებს, ნუ იქნებით დიდ ხანს შუაგულ მზეზე, არ იყოთ ახლო კონტაქტში ბავშვებთან, სვით მხოლოდ ბოთლის წყალი და სხვა…

12. ერთი ბოკალი ღვინო – დასაშვებია!

გასაგებია, რომ ალკოჰოლი და სიგარეტი – აკრძალულია, მაგრამ ხანდახან, ძალიან იშვიათად, ბოკალი ღვინო შეგიძლიათ მიირთვათ. განსაკუთრებით, როცა დასასვენებლად იმყოფებით. მიუდექით აკრძალვებს ფანატიზმის გარეშე. მაგრამ ნურც ჩვევად გაიხდით ბოკალ ღვინოს. ნებისმიერი ექიმი დაგიდასტურებთ, რომ კვირაში ერთხელ ბოკალი ღვინო არ ავნებს არც თქვენს და არც ბავშვის ჯანმრთელობას.

13. შეინახეთ ექოსკოპიის პირველი ფოტო

უბრალოდ, იმიტომ რომ ეს ამაღელვებელია და ემოციური.

14. თმის შეღებვა შესაძლებელია!

ჩვენს დედებს არ გაუმართლათ – ისინი იძულებულნი იყვნენ უარი ეთქვათ თმის შეღებვაზე ორსულობის დროს. ჩვენ კი დღეს იმდენი საშუალება გვაქვს იმისათვის, რომ არ შევიზღუდოთ თავი ისეთ საკითხში, როგორიც სილამაზეა, რომ ორსულობა არასოდეს დაგვეზარება. დიახ, ამიაკის შემცველი საღებავები ნამდვილად საშიშია, მაგრამ დღეს არსებობს უამიაკო საღებავების ზღვა არჩევანი. ასე რომ, ნუ ივლით მოუვლელი იმის გამო, რომ ორსულად ხართ.

15. დაივიწყეთ მაღალი ქუსლები

დაგვიჯერეთ, ჩვენ იმის მომხრე ვართ, რომ ქალი ორსულობის დროსაც ქალი იყოს ყველა მიმართულებით, მაგრამ მაღალი ქუსლები – ეს დიდი მსხვერპლია. შეშუპება, სიმძიმე ფეხებში, საერთო მდგომარეობით გამოწვეული კოორდინაციის დაკარგვა – შეარჩიეთ მხოლოდ მოსახერხებელი ფეხსაცმელი. ნებისმიერი დრეს-კოდი ლოიალურია ორსული ქალების მიმართ!

16. მოაწყვეთ ტრადიციული  Baby Shower

ეს, ალბათ, ყველაზე სასიამოვნო მომენტი იქნება თქვენიი ორსულობის პერიოდში. ამერიკაში Baby Shower დიდი ხნის ტრადიციად ითვლება, დღეს კი ჩვენთანაც დაიწყეს ამ დღის აღნიშვნა. თავისი არსით, ეს დღესასწაული წარმოადგენს ბაჩელოტის მსგავს ზეიმს ბავშვის დაბადებამდე. მთავარი აქ – ანტურაჟია და იდეალური ორგანიზება. რა თქმა უნდა, საუკეთესოა, თუ ივენთ კომპანიას მიმართავთ, თუმცა თუ ოდნავ მაინც გაქვთ ფანტაზია, ან მეგობრებში გყავთ ისეთი ადამიანი, ვისაც დიზაინს ანდობთ, მისი ორგანიზება ძალიან სახალისო პროცესად გადაიქცევა. არ დაგავიწყდეთ ბევრი ფოტო და ვიდეოს გადაღება – მომავალში, ხომ უნდა ნახოს პატარამ, როგორ ხვდებოდნენ მის დაბადებას?!

17. იკვებეთ სწორად

კვების სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ მომავალი დედის რაციონალური კვების პირველი წესია – არ იშიმშილოს: მიეცით თავს უფლება, მსუბუქად წაიხემსოთ ძირითად კვებებს შორის. შეეცადეთ გქონდეთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვების რაციონი. თქვენს ყოველდღიურ მენიუში უნდა შედიოდეს ახალგამოწურული წვენები, წვნიანები და რძემჟავა პროდუქტები. ასევე ძალიან სასარგებლოა ორსულთათვის თევზი, უცხიმო ხორცი, კვერცხი – ყველა ის პროდუქტი, რომელიც მდიდარია რკინით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით. არ მიირთვათ დაკონსერვებული პროდუქტები, სოსისები და ძეხვეული. თუკი ტკბილი ძალიან მოგინდათ, უპირატესობა მიანიჭეთ ჯემებს და ხილს, ფუნთუშებისა და შოკოლადის მაგივრად.

18. აირჩიეთ სპორტის ის სახეობა, რომელიც თქვენთვის მიზანშეწონილია

ნუ ეცდებით იყოთ, ჰიპერაქტიული ორსული, მაგრამ სრულიად უარის თქმა სპორტზე, არ შეიძლება. როგორც წესი, ორსული ქალები არჩევანს აკეთებენ იოგასა და ცურვას შორის. სპორტის ორივე სახეობა უსაფრთხოა ორსულთათვის და ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას. ყურადღება: საქმე ეხება, იოგის სპეციალურ გაკვეთილებს ორსულთათვის, რომლებიც განსხვავდება ჩვეულებრივი იოგის ვარჯიშებისგან.

 

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები