გეცნობათ ეს სახე? აი, როგორ რეაგირებენ ბავშვები ახალ კერძზე

ბავშვისთვის ახალი კერძების რაციონში დამატება დიდ მოთმინებას მოითხოვს.
იმისათვის, რომ ბავშვი ახალ კერძს მიეჩვიოს, მინიმუმ 12-ჯერ მაინც უნდა გაასინჯო ის, ამბობენ ექსპერტები. “გამოთვალო” პატარას რეაქცია ახალ პროდუქტზე, შესაძლებელია მისი სახის გამომეტყველებით – მაგრამ ეს ყველას არ შეუძლია.

როგორც სტატისტიკა აჩვენებს, მშობლების 53 % არასწორად იგებს ემოციებს, რომელსაც პატარა მიმიკებით გადმოსცემს. 20 % თვლის, რომ ეს მათ კარგად გამოსდით – მაგრამ შედეგი  მცდელობას მაინც არ აქვს.

ბავშვთა კვების მწარმოებელმა ბრიტანულმა კომპანიამ Piccolo ცნობილ ფსიქოლოგთან და ბავშვთა განვითარების სპეციალისტთან, კასპარ ედიმანომთან ერთად შეიმუშავა ერთგვარი ცნობარი სახელწოდებით “ძუძუდან მოცილების 9 სახე” (The Nine Faces of Weaning). ცნობარი ახალბედა დედებს ეხმარება გამოიცნოს, რის თქმას ცდილობს ბავშვი, როცა ახალ კერძს აგემოვნებდა.

აბზუებული ცხვირი

თუკი ახალი კერძის გასინჯვისას ბავშვი ცხვირს იბზუებს, ეს შესაძლოა მიანიშნებდეს “არც ისე გემრიელია, მაგრამ ასატანია”. ყველაფერი ცუდად არ არის. მიეცით დრო ბავშვს, გაასინჯეთ კიდევ რამდენჯერმე, მას მალე კერძი აუცილებლად მოეწონება.

მოჭუტული თვალები

ბავშვი თვალებს ჭუტავს, თითქოს ეს-ეს არის, ტილის დაიწყებს? ყველაფერი გასაგებია: საჭმელი მას არ მოსწონს. მაგრამ  ნუ დანებდებით – ეს საბოლოო “არას” არ ნიშნავს.

შეჭმუხნული წარბები

მას თითქოს გაბრაზებული სახე აქვს, მაგრამ სინამდვილეში ეს რეაქცია კარგის ნიშანია, თვლიან ფსიქოლოგები. პატარა ააანალიზებს ახალი კერძის გემოს და ცდილობს, მიხვდეს, მოსწონს თუ არა მას ის.

აწეული მხრები და მომუწული ტუჩები

ბავშვის ასეთ გამომეტყველებას მაშინ იღებს, როცა რაიმე ნაცნობს და გემრიელს გასინჯავს – მაგალითად, ტკბილს ან მარილიან კერძს, ორივე გემო მას დედის რძეს მოაგონებდა. რეაქცია აშკარად დადებითია!

დაღებული პირი და გაოცებული თვალები

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ფართოდ დაღებული პირი – ცხარე საკვებზე ყველაზე ხშირი რეაციაა. დედიკო, კერძში რაიმე ზედმეტი ხომ არ დაამატე?

მჟავეა

სახის ეს გამომეტყველება ვერცერთ სხვაში ვერ აგერევათ. ჩაიხედეთ სარკეში, როცა ლიმონს ჭამთ. და მაშინვე ყველაფერს მიხვდებით. ამასთნ ექსპერტები ამ რეაქციას უარყოფითს არ მიაწერენ – შესაძლოა, ბავშვს დრო ჭირდება, რათა მიეჩვიოს ახალი პროდუქტის რადიკალურად განსხვავებულ გემოს.

პირით კოვზის დაჭერას ცდილობს

თუკი ბავშვი პირით კოვზისკენ მიიწევს, გილოცავთ: კერძი მას ნამდვილად მოსწონს!

ჩაფიქრდა

ბავშვი უცებ გაჩერდა სახეზე გამომეტყველების გარეშე? ამ წუთად ის ცდილობს გაარკვიოს, როგორ მოექცეს იმას, რაც ამ მომენტში გაასინჯეს. დაელოდეთ ცოტა ხანს – ბავშვი ან ისევ გაგიღებთ პირს, ან უარს იტყვის მასზე საერთოდ!

თავს ატრიალებს

ეს აშკარა და კატეგორიული უარია და დაძალებას აქ აზრი არ აქვს. მაგრამ ნუ დაღონდებით და სცადეთ იგივე პროდუქტი რამდენიმე კვირაში გაასინჯოთ – შესაძლოა, მეორე ცდა ბევრად წარმატებული აღმოჩნდეს!

წყარო: The Sun

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები