გენეტიკოსი : არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ როგორ ზრდით შვილებს, რადგან…

იმას, თუ როგორ ზრდით შვილებს, ან როგორ განათლებას აძლევთ მათ, გაცილებით ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე აქამდე ფიქრობდით, – ამის შესახებ King’s College London-ის წამყვანი გენეტიკოსი რობერტ პლომინი აცხადებს.

New Scientist-თვის მიცემულ ინტერვიუში პლომინი აცხადებს, რომ მშობლები ზედმეტად განიცდიან და ზრუნავენ იმაზე, თუ როგორები გაიზრდებიან მათი შვილები, ვინაიდან ეს არის ის, რისი გაკონტროლოებაც მათ ძალებს აღემეტება. ამის მიზეზი კი, გენეტიკოსის მტკიცებით, გენეტიკაა, რომელიც ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების განმსაზღვრელი ფაქტორია.

„ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ შეგიძლიათ თქვენი შვილების ქცევა შეცვალოთ, მაგრამ თქვენ ვერ შეცვლით მათ ინდივიდუალური თავისებურებებს,“ აცხადებს რობერტ პლომინი.  

გენეტიკოსის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ბავშის აკადემიური უნარ-ჩვევების 70 პროცენტს გენეტიკა განსაზღვრავს. აღსანიშნავია, რომ მეთოდისტების მტკიცებით, ნებისმიერ ბავშვს, მიუხედავად ბექგრაუდნისა, შეუძლია უმაღლოეს აკადემიურ დონეს მიაღწიოს.

პროფესორი პლომინი კი ამტკიცებს, რომ ისეთი შემეცნებითი უნარები, როგორიცაა კითხვის, მათემატიკასა და მეცნიერების შესწავლა ყველაზე მეტად არის გენეტიკაზე დამოკიდებული.

ასევე, მისი აზრით, გენეტიკა გაცილებით დიდ როლს ასრულებს ბავშვის ინტელექტის განვიტარებაში, ვიდრე სწავლება.

გენეტიკუსი მშობლებს მოუწოდებს, შეეგუონ იმ აზრს, რომ თავიანთ შვილებს ვერ „ჩამოასხამენ“ ისეთებად, როგორიც მათ სურთ, რომ იყვნენ. ის მშობლებს ურჩევს, ამ საკითხს უფრო მსუბუქად შეხედონ და უბრალოდ დატკბნენ თავიანთი შვილებით და მიიღო ისინი ისეთები, როგორებიც არიან.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები