გენდერული იდენტობის განვითარება ბავშვებში

რა განსხვავებაა გენდერსა და სქესს შორის?

სქესი განისაზღვრება ბავშვის დაბადებისას ფიზიკური მონაცემების მიხედვით. თუმცა, ხშირად ფიქრობენ, რომ სქესი და გენდერი ერთი და იგივე ტერმინია. სინამდვილეში, გენდერული იდენტობა, გულისხმობს შინაგან განცდას, თუ ვინ ვართ. გენდერული იდენტობა ყალიბდება ბიოლოგიური ნიშნის, აღზრდისა და გარემო პირობების ურთიერთზემოქმედების შედეგად.  ეს შეიძლება იყოს მდედრობითი, ან მამრობითი სქესი, ან მათ შორის, ორივეს კომბინაცია.

როგორ ყალიბდება გენდერული იდენტობა ბავშვებში?

გენდერული იდენტობა სტადიების მიხედვით ვითარდება:

ორი წლის ასაკში: ბავშვები ნელ-ნელა აცნობიერებენ გოგოებსა და ბიჭებს შორის ფიზიკურ განსხვავებებს.

სამ წლამდე: ბავშვების უმეტესობას უკვე შეუძლია საკუთარი თავი მოიხსენიოს, როგორც გოგო, ან ბიჭი.

ოთხი წლის ასაკში: ბავშვების უმეტესობას უკვე აქვს საკუთარი გენდერული იდენტობის სტაბილური განცდა.

 

 

როგორ შეუძლიათ მშობლებს დახმარება?

ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ განსხვავებული გენდერული როლები და სხვადასხვა სტილის თამაში შეიმეცნოს. მშობლები უნდა დარწმუნდნენ, რომ ბავშვების ირგვლივ გარემო მრავალფეროვანია და სხვადასხვა გენდერული როლის წახალისება ხდება. ორი რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ ბავშვს ხელი შეუწყოთ თითოეულ სტადიაზე:

  • საბავშვო წიგნები, ან ფაზლები, რომელიც ასახავს არასტერეოტიპულ როლებს ( მაგ. მომუშავე დედები, მამაკაცი ექთნები, მდედრობითი სქესის პოლიციელები და ა.შ.)
  • სათამაშოების მრავალფეროვნება, სადაც ბავშვი თვითონ შეძლებს არჩევანის გაკეთებას, თოჯინების, მანქანების, გმირებისა და სხვა სათამაშოების ჩათვლით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა თვითონ აირჩიოს მეგობართა წრე, სპორტი, ან აქტივობები, რომელიც მისთვისაა საინტერესო.

 

 

 

 

 

როგორ გამოხატავს ბავშვი საკუთარ გენდერს?

სათამაშოების, თამაშის სტილის და სპორტის გარდა, ბავშვები საკუთარ იდენტობას გამოხატავენ:

  • ჩაცმულობით, ან ვარცხნილობით;
  • საკუთარი სახელის მოდიფიცირებით, ზედმეტსახელის შერქმევით;
  • ქცევის მანერებით, სტილითა და სხვა არავერბალური მანიშნებლებით, რომელიც ფასდება ხოლმე როგორც ქალური, ან კაცური;
  • სოციალური ურთიერთობებით და პიროვნებებით, რომელთა იმიტაციასაც ახდენენ.

გახსოვდეთ..

გენდერული განვითარება ყველა ბავშვისთვის ნორმალური პროცესია. რაც მთავარია, მათ ამ ეტაპზე სჭირდებათ ოჯახის, სკოლისა და საზოგადოების მხარდაჭერა, რათა სრულფასოვან ზრდასრულებად ჩამოყალიბდნენ.

 

მასალა მოამზადა : მარიამ კვერნაძემ

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები