გართულებები, რომლებიც შეიძლება ორსულობას მოჰყვეს

ორსულობას ზოგჯერ თან ახლავს გარკვეული ტიპის ჯანმრთელობის პრობლემები. ის ქალებიც კი, რომლებიც ორსულობამდე სრულიად ჯანმრთელები იყვნენ, შეიძლება აღმოჩნდნენ ამ რისკის ქვეშ. იმისათვის, რომ სერიოზული პრობლემა არ შეიქმნას და საწყის ეტაპზევე მოხდეს დიაგნოსტირება, ან სულაც მისი პრევენცია, საჭიროა პირველივე კვირებიდან მიხედოთ თავს და გაიკეთოთ გეგმიური ანალიზები. კვევის შედეგად დადგინდა, რომ ორსულობისას ყველაზე ხშირად თავს იჩენს მსგავსი გართულებები :

სისხლის მაღალი წნევა

ჰიპერტენზიაჩნდება მაშინ, როდესაც არტერიები შევიწროებულია და იზრდება სისხლის წნევა. არადა სწორედ არტერიებს „ევალებათ“ გულიდან სისხლის მიწოდება ორგანოებამდე. ამ შემთხვევაში ორსულობისას სისხლს უჭირს პლაცენტამდე მიღწევა, რომელიც ამარაგებს ნაყოფს ჟანგბადითა და საკვებით. შემცირებულმა სისხლის ნაკადმა შეიძლება პრობლემები შეუქმნას ნაყოფს ზრდის კუთხით და შემდგომში გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა ან პრეკლამფსია. თუ ორსულობამდეც ატარებდითმაღალწნევს, საჭიროა, მუდმივად აკონტროლოთ იგი. ხოლო თუ მანამდე არ გქონიათ ჰიპერტენზია და ორსულობისას იჩინა თავი, მშობიარობის შემდეგაღარ შეგაწუხებთ იგი.

გესტაციური დიაბეტი

გესტაციური დიაბეტი ჩნდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს მანამდე არ ჰქონია მსგავსი პრობლემა და მხოლოდ ორსულობისას იჩენს თავს.გესტაციური დიაბეტის დროს ორსულის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებების გამო აღარ გამოიყუფა საკმარისი რაოდენობით ინსულინი. ეს არის ჰორმონი, რომელიც სისხლში შაქრის დონის კონტროლზეა პასუხისმგებელი.  აუცილებლად გაითვალისწინეთ ექიმის რჩევები და უყურადღებოდ არ დატოვოთ ეს საკითხი. შესაძლოა, მან გირჩიოთ საკვებ პროდუქტებში ცვლილების შეტანა ან ყოველდღიური რეჟიმის შეცვლა. სპეციალური აპარატის საშუალებით კი შეგეძლებათ, მუდმივად აკონტროლოთ იგი.

ინფექციები

ინფექციებმა, განსაკუთრებით კი სექსუალური გზით გადამდებმა ინფექციებმა, შეიძლება საფრთხე შეუქმნან როგორც დედის ორგანიზმს, ისე ნაყოფს.  ინფექციათა ნაწილი გადადის დედიდან შვილზე მშობიარობის დროს. თუკი დაორსულებას გეგმავთ, უმჯობესია, წინასწარ ჩაიტაროთ ანალიზები და იმკურნალოთ, რათა შემდეგ თავიდან აირიდოთ მძიმე შედეგები. თუ უკვე ხართ ორსულად და აღმოაჩინეთ ინფექცია, დროულად მიმართეთ ექიმს. იგი მიიღებს შესაბამის ზომებს თქვენი და თქვენი პატარას ჯანრმთელობის დასაცავად.

პრეკლამფსია

პრეკლამფსია საკმაოდ სერიოზული სამედიცინო შემთხვევაა, რომლის დროსაც ფატალური შედეგიც კი შეიძლება დადგეს. მისი ზუსტი გამომწვევი მიზეზები დაუდგენელია, თუმცა შედარებით მაღალი რისკის ქვეშ არიან  ქალები, რომელთაც :

  • წინა ორსულობისას დაუდგინდათ პრეკლამფსია.
  • აღენიშნებათ მაღალი წნევა, თირკმლის დაავადებები, დიაბეტი და ა.შ
  • არიან 35 წელზე მეტის.
  • არიან ფეხმძიმედ ტყუპებზე ან ტრიპლეტზე.
  • აწუხებთ სიმსუქნე.
  • შეგახსენებთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევები მხოლოდ რისკს ზრდის და არ არის აუცილებელი, განვითარდეს ეს პრობლემა. უბრალოდ უფრო მეტი ყურადღება გმართებთ  ამ დროს.

ნაადრევი მშობიარობა

ნაადრევად მიიჩნევა მშობიარობა, თუკი ის იწყება ორსულობის 37-ე კვირამდე. ნაადრევად დაბადებულ ბავშვებში უფრო ხშირია ჯანმრთელობის პრობლემები, რადგან ისეთი ორგანოები, როგორებიცაა ტვინი და ფილტვები, საბოლოოდ ყალიბდება ბოლო კვირებში. ნაადრევ მშობიარობას იწვევს ინფექციები, ასევე მაღალი რისკის ქვეშაა ის ორსული, რომლის წინა მშობიარობაც ნაადრევად დაიწყო.

ორსულობის შეწყვეტა ადრეულ ვადაზე

ორსულობის შეწყვეტას მე-20 კვირამდე გარკვეული ნიშნები აქვს. თუ შეამჩნევთ ვაგინალურ სისხლდენას ან გაურკვეველი სითხის გამოდევნას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ამას ზოგჯერ თან ერთვის მუცლის ქვედა არეში ტკვილიც. სისხლდენა ყოველთვის ორსულობის შეწყვეტას არ ნიშნავს და ეს სულ სხვა მიზეზითაც შეიძლება იყოს გამოწვეული, თუმცა უმჯობესია, მიმართოთ ექიმს და მან დაადგინოს მიზეზები.

რკინადეფიციტური ანემია

ორსული ქალის ორგანიზმს სჭირდება უფრო მეტი რკინა, რადგან სხეულში სისხლის რაოდენობა იზრდება. რკინადეფიციტური ანემიის დროს ორსულს შეიძლება აწუხებდეს ჰაერის უკმარისობა, მუდმივი დაღლილობა, სისუსტე და სიფერმკთალე. თუ ეს სიმპტომები გაწუხებთ, მიმართეთ ექიმს და ის გადაწყვეტს მედიკამენტოზური მკურნალობა არის საჭირო, თუ რაიმე სხვა.

წყარო : pregnancy.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები