განსაკუთრებული სისატიკით მოკლეს ქალი. თითქოს რა უნდა თქვა ამაზე მეტი საშინელება, მაგრამ…

“წუხელ ჩემს სადარბაზოში მოხდა საზარელი ფაქტი. განსაკუთრებული სისატიკით მოკლეს ქალი. თითქოს რა უნდა თქვა ამაზე მეტი საშინელება, მაგრამ გეტყვით.
ყვირილი გაიგონეს, მესამე სართულიდან ღია ფანჯარაში. დაახლოებით წარმოგიდგენიათ ალბათ რა ხმა გამოვიდოდა, რეაგირება არ იყო, შემდეგ ერთ-ერთი ადამიანი მივიდა ეზოში შეკრებილებთან და სთხოვა სასწრაფო გამოეძახა. ” სხვის საქმეში ვერ ჩავერევით” (შერბილებული ვარიანტია იმ ფრაზების რაც მუსსირებდა) ხალხმა გააგრძელა ბუტბუტი და ბჭობა. სწორედ ამ დროს დავბრუნდი სახლში, იმას არ აქვს მნიშველობა მე რა გავაკეთე.სამწუხაროდ, ვერ ვუშველე და ეს ყველაზე მეტად მთრგუნავს!” – წერს სოციალურ ქსელში ნატალი პატარიძე, ქუთაისში სასტიკად მოკლული 30 წლის ელისო ჩეჩელაშვილის მეზობელი.
შეგახსენებთ, 18 ივლისს, ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე შემზარავი მკვლელობა მოხდა – 30 წლის ქალს საკუთარ სახლში ყელი გამოჭრეს. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მკვლელობის ადგილზე ბევრი მტკიცებულება, რაც გამოძიებას საშუალებას მისცემს დროულად მიაგნოს დამნაშვის კვალს.
ცნობილია, რომ ელისო ჩეჩელაშვილი ქმარს გაშორებული იყო, დარჩა 12 წლის გოგონა.
Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები