გამოცდილი მშობლის რჩევები მათ, ვისაც თინეიჯერების ბრაზთან გამკლავება უჭირთ

„იქნება ეს თინეიჯერობის ასაკი, თუ გარდამავალი პერიოდი, გეთანხმებით, რომ გაღიზიანებულ შვილთან კომუნიკაცია ზოგჯერ ძალიან რთულია, ამიტომ გიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც ასეთ დროს მე ძალიან მეხმარება.

ჩახუტება

როდესაც თქვენი შვილი გაღიზიანებული და აგრესიულია, შესაძლოა ჩახუტების შეთავაზება ბოლო რამაა რაც აზრად მოგდით, მაგრამ ცოტა ხნით შევჩერდეთ და დავფიქრდეთ ამაზე. გაიხსენეთ ბოლო მომენტი, როდესაც ძალიან გაბრაზებული იყავით. რა მოხდებოდა, თუ თქვენთვის ძვირფასი ადამიანი ჩახუტებას გთხოვდათ? დაგეხმარებოდათ? ჩახუტებისას გამოიყოფა ჰორმონები, რომელიც თავის ტვინს აძლევს სიგნალს და გაბრაზების მაგივრად, ჩვენში სიმშვიდის შეგრძნებას იწვევს. ჩახუტება სწორ დროს შესაძლოა ბავშვს დაეხმაროს სიბრაზის დაძლევაში.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

შეჩერება და ფოკუსის შეცვლა

რამდენჯერ გსმენიათ ფრაზა „დაითვალეთ ათამდე“? რატომ აკეთებს ხალხი ამას? პასუხი ძალიან მარტივია. როდესაც ათამდე ითვლით, ეს გეხმარებათ ფოკუსის შეცვლაში. ამ მეთოდით ბავშვმა შესაძლოა ისწავლოს ნეგატიური ფიქრებისგან ყურადღების გადატანა. ისუნთქეთ უფრო ნელა და ეცადეთ მათი ფოკუსი სხვა მიმართულებით მიმართოთ.

აიბარგეთ და გაემგზავრეთ

აქ რა თქმა უნდა არ იგულისხმებით მარტო თქვენ, ცხადია ბავშვებიც. როდესაც ბავშვი გაბრაზებულია და ვერაფრით ეხმარებით, ჩააცვით და წადით მაგალითად, პარკში და გაისეირნეთ. ეს ქცევა არ ჩათვალოთ ცუდი ქცევის განმტკიცებად, ეს არაა ჯილდო, უბრალოდ თქვენ ბავშვს ეხმარებით გაერიდოს სიტუაციას და აგრესიას. ასეთი დრო კარგია იმის განსახილველად, თუ რამ გამოიწვია მასში გაღიზიანება და როგორ შეიძლება მასთან გამკლავება.

დაურეკეთ მეგობარს

გახსოვთ შოუ „ ვის უნდა ოცი ათასი?“ ერთ-ერთი დახმარების საშუალება იყო ზარი ახლობელთან. ყველას ჰყავდა ერთი ადამიანი მაინც გონებაში, ვისთანაც დარეკვას და დახმარების თხოვნას შეძლებდა. მნიშვნელოვანია, რომ მშობელს ჰყავდეს ახლო მეგობარი, ან ადამიანი, რომელიც ასეთ დროს დაეხმარება და მხარს დაუჭერს. შესაძლოა მათ შეძლონ ბავშვის დამშვიდება, ან შესაძლოა თქვენ დაგამშვიდონ, რაც საშუალებას მოგცემთ უკეთ გაუმკლავდეთ სიტუაციას.

და ბოლოს გახსოვდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ!

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები