გაერო – შვილის დაბადებას კაცების მხოლოდ 7% დაესწრო

“კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში”, — გაეროს (UNFPA და UNDP) მიერ მომზადებული კვლევაა, სადაც საუბარია მამების მონაწილეობაზე ბავშვის დაბადებამდე და მის შემდეგ.

გამოკითხვაში მონაწილე სამი რესპონდენტიდან, ორი მამა იყო, თითოეულს, საშუალოდ, ორი შვილი ჰყავდა. კვლევით გაირკვა, რომ შვილის დაბადებას მამების მხოლოდ 7 პროცენტი დაესწრო. 2013 წლის კვლევის მონაცემებით, შვილის გაჩენას კაცების მხოლოდ 4,5 პროცენტი ესწრებოდა.

კვლევის ავტორების დასკვნით, შვილის დაბადებაზე მამების დასწრების დაბალი მაჩვენებელი თანხვედრაშია მშობლების ზოგად დამოკიდებულებასთან ამავე საკითხზე: 10 გამოკითხულიდან ოთხზე მეტი დედა და მამა აცხადებს, რომ მამების მშობიარობაზე დასწრება, ჩვეულებრივ, მისაღები არ არის.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები