გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, Covid-19-ის პანდემიის პირობებში ქალებისთვის საოჯახო საქმეებზე გაწეული აუნაზღაურებელი შრომის ტვირთი კიდევ უფრო გაიზარდა.

კვლევის თანახმად, კარანტინის დროს ქალების შემთხვევაში მთავარი საქმიანობების ჩამონათვალი ასეთია: საჭმლის მომზადება, დალაგება, სახლის საქმეების მართვა, ბავშვებზე ზრუნვა და ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართულობა. კაცების შემთხვევაში კი მთავარ საქმიანობებს სახლის საქმეების მართვა, საყიდლებზე სიარული, დასვენება, შინაური ცხოველების მოვლა და ბავშვებთან თამაში წარმოადგენდა.