ეს ხუმრობაა? ბაზილიკის ნაყენი და სხვა “უცნაური” რჩევები თმის მოსავლელად ვარსკვლავებისგან…

ვარსკვლავების სტილისტები ამტკიცებენ: იმისათვის, რომ გქონდეთ ისეთივე ჯანმრთელი და ლამაზი თმა, როგორიც მათ კლიენტებს აქვთ, აუცილებელი არ არის ხარჯოთ კოლოსალური თანხები შამპუნებში, საღებავებსა და სილამაზის სალონების პროცედურებში. ხშირად ხელთარსებული იაფი საშუალება ბევრად ეფექტურია.

ნიკოლ კიდმანი

ამჟამად ნიკოლ კიდმანი ოქროსფერ თმას ან მარწყვის ბლონდს ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ ყველასათვის ცნობილია, რომ ბუნებრივად ის – ჟღალთმიანია. ამიტომაც ვარსკვლავი ბოლო დროს, იმისათვის, რომ ხაზი გაუსვას თმის ბუნებრივ ფერს, ყოველი დაბანის შემდეგ, თმაზე ივლებს შტოშის წვენს.

სოფი ლორენი

სოფი ლორენისთვის იმაზე უკეთესი თავის მოვლის საშუალება, როგორც ზეითუნის ზეთია, არ არსებობს. ის შესაშნავად იცავს და კვებავს თმის ღერებს. საუკეთესოა, თუკი მას ოდნავ შეათბობთ და კარგად შეიძილავთ თავის კანში. გაიჩერებთ რამდენიმე საათი და ჩამოიბანთ. მაგრამ ზეითუნის ზეთი არ არის იმის გარანტი, რომ უარი თქვათ, თმის აღმდგენ ნიღაბზე.

სარა ჯესიკა პარკერი

ყველაზე გლამურული ქალს სერიალიდან “სექსი დიდ ქალაქში” სარა ჯესიკა პარკერს შეუძლია გამოიყემოს ნებისმიერი შამპუნი.. მაგრამ დასაბანად რეგულარულად იყენებს შამპუნს სახელწოდებით “ფაფარი და კუდი” (Mane ‘N Tail). ის მის თმას საჭირო ბზინვარებასა და სიმკვრივეს ანიჭებს. “ბევრი ცნობილი ადამიანი იყენებს ამ პროდუქტს, მაგრამ ცდილობენ აფიშირება არ გაუკეთონ ამ ფაქტს – რაღაც არავარსკვლავურია”, – ამბობს მსახიობის პირადი სტილისტი ენტონი დიკი.

სინდი კროუფორდი

სინდი კროუფორდი ყოველდღიურად იკეთებს თავის მასაჟს და იყენებს მხოლოდ ბუნებრივი ხისგან დამზადებულ სავარცხელს, ხოლო იმისათვის რომ თმა არ დააზიანოს ჩვეულებრივი თმის რეზინისა და კლიფსების მაგივრად, თმას იკრავს უბრალო სარჭებით.

 

დემი მური

თმის ძირების გასამაგრებლად, დემი მური ყოველი დაბანის შემდეგ თმაზე ივლებს ბაზილიკის (რეჰანის) ნაყენს (1 ს/კ ადუღებული წყლით). როგორც ვხედავთ, ეს ნაყენი ნამდვილად ეფექტურია.

კეტრინ ზეტა ჯონსი

კეტრინ ზეტა ჯობსი თმაში რეგულარულად იზელს აბუსალათინის ზეთს, იფუთავს თმას 30-40 წუთი, შემდეგ კი იბანს. ეს მარტივი რეცეპტი თმის ძირების გამაგრებაში ეხმარება. გარდა ამისა, კეტრინი პერიოდულად იკეთებს მკვებავ ნიღაბს თანაბარი რაოდენობის თაფლითა და ლუდით – ესეც კიდევ ერთი ნაცადი მეთოდი თმის გასაჯანსაღებლად.

ჯენიფერ ენისტონი

ჰოლივუდის ყველაზე ლამაზი თმის მფლობელი, ჯენიფერ ენისტონი აღიარებს, რომ თმის დასაბანად იყენებს შამპუნს ცხენებისთვის, რადგან მასში საუკეთესო შემადგენლობაა თმის ძირების გასამაგრებლად: კონცენტრირებული ვიტამინი C და ჟელატინის გარკვეული რაოდენობა. იგივე ვიტამინ C-ს ჯენიფერი ლიმონითაც იღებს, ივლებს რა მის წვენს თმაზე. რაც შეეხება ჟელატინს, ცდილობს რაციონი გაამდიდროს სწორედ ამ პროდუქტის შემცველი საკვებით.

ჯულია რობერტსი

ცნობილი ლამაზმანი თმისთვის 2 კვირაში ერთხელ იყენებს მაიონეზისგან მომზადებულ ნიღაბს (იჩერებს 20-30 წუთი, შემდეგ კი იბანს). მთავარია, ამ დროს შინ არ იყოს ქმარი ან შეყვარებული…

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები