ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება – გიორგი გახარია

ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება. ჩატარების თარიღი ივნისში გამოცხადდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განათლების სისტემის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

„ესაა ის მიღწევა, რომელიც განათლები სისტემამ, როგორც შედეგი, უკვე აჩვენა თუმცა ესაა მხოლოდ პირველი რეაგირება კრიზისზე. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს მთავრობისთვის განათლება ნომერი ერთი პრიორიტეტია. სისტემური რეფორმირება, რომელიც დაიწყო, გრძელდება და მიუხედავად პანდემიისა, ის არ უნდა შეჩერდეს. ჯერ არავინ იცის, როგორი იქნება პოსტპანდემიური მსოფლიო, მაგრამ ერთი რამ ცხადია – კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები და ახალგაზრდები იყვნენ მზად იმისთვის, რომ შესაბამისი ადგილი დაიკავონ ამ გლობალურ კონკურენციაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები