რამდენი საათი უნდა ეძინოს ბავშვს დღის განმავლობაში დამოკიდებულია გარკვეულ ფაქტორებზე, მათ შორის ბავშვის ასაკზე.

1-4 კვირის ასაკი: 15 – 16 საათი დღეში

ახალშობილებს, ჩვეულებრივ, დღე-ღამეში დაახლოებით 15 – დან 18 საათამდე სძინავთ, მაგრამ მოკლე პერიოდებით, ორიდან ოთხ საათამდე. თუ ბავშვს კოლიკა აწუხებს, უფრო მცირე დროით სძინავს. ნაადრევად დაბადებულ ბავშვებს კი შეიძლება უფრო დიდხანს ეძინოთ.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ვინაიდან ახალშობილებს ჯერ არ აქვთ შინაგანი ბიოლოგიური საათი, ან ცირკადული რიტმი, ისინი ვერ არჩევენ დღესა და ღამეს.

1-4 თვის ასაკი: 14 – 15 საათი დღეში

6 კვირის ასაკისათვის თქვენი პატარა იწყებს შეგუებას გარემოსთან და მისი რეჟიმი შეიძლება უფრო რეგულარული გახდეს. ძილის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდები 4-დან 6 საათამდე გრძელდება. დღე-ღამის არევა სრულდება. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ ბავშვს კოლიკა არ აძლევს მშვიდად ძილის საშუალებას.

4-12 თვის ასაკი: 14-15 საათი დღეში

მართალია, 15 საათამდე ძილი იდეალურია, მაგრამ 11 თვის ბავშვების უმეტესობას მხოლოდ 12 საათამდე სძინავს. ამ დროს ჯანსაღი ძილის ჩვევების ჩამოყალიბება მთავარი მიზანია, რადგან თქვენი პატარა უფრო სოციალიზებულია და მისი ძილის რეჟიმი უფროსებისას ემსგავსება.

დილის ძილი, როგორც წესი, იწყება დილის 9-ზე და დაახლოებით 1 საათს გრძელდება. ადრე შუადღის ძილი იწყება 12-14 საათზე და 1-2 საათს გრძელდება. და გვიანი შუადღის ძილი შეიძლება დაიწყოს 15-დან 17 საათამდე და როგორც წესი სხვადასხვა ხანგრძლივობისაა.

1-3 წლის ასაკი: 12-14 საათი დღეში

18-21 თვის ასაკისათვის თქვენი ბავშვი, სავარაუდოდ, თავს დაანებებს დილის და გვიანი შუადღის ძილს და დღეში მხოლოდ ერთხელ წაუძინებს. ახლად ფეხადგმულებს 14 საათამდე ძილი სჭირდებათ, მაგრამ უმეტესობას მხოლოდ 10 საათამდე სძინავს ხოლმე.

21-36 თვის ასაკის ბავშვების უმეტესობას ჯერ კიდევ სჭირდება დღეში ერთხელ წაძინება, რომელიც შეიძლება 1-დან სამნახევარ საათამდე გრძელდებოდეს. ისინი, როგორც წესი, დასაძინებლად საღამოს 7-დან 9-მდე წვებიან და დილის 6-დან 8-მდე იღვიძებენ.

3-6 წლის ასაკი: 10-12 საათი დღეში

ამ ასაკის ბავშვები, როგორც წესი, დასაძინებლად საღამოს 7-დან 9-მდე წვებიან და დილის 6-დან 8-მდე იღვიძებენ, სწორედ ისე, როგორც უფრო ადრეულ ასაკში. 3 წლის ასაკში ბავშვების უმეტესობას ჯერ კიდევ სძინავს დღის ძილით, 5 წლის ასაკში კი უმეტესობას აღარ. დღის ძილის ხანგრძლივობა მცირდება. ძილის ახალი პრობლემები, როგორც წესი, 3 წლის შემდეგ აღარ წარმოიშობა.

7-12 წლის ასაკი: 10-11 საათი დღეში

ამ ასაკში, სოციალური, სასკოლო და საოჯახო აქტივობების გამო, დაძინების დრო უფრო და უფრო გვიან იწევს და 12 წლის ბავშვების უმეტესობა დაახლოებით საღამოს 9-ზე წვება.

12-18 წლის ასაკი: 8-9 საათი დღეში

ძილი ჯანმრთელობისათვის ისეთივე მნიშვნელოვანია თინეიჯერებისათვის, როგორც უფრო ადრეულ ასაკში. შესაძლოა ზოგს უფრო მეტი ძილი სჭირდებოდეს, ვიდრე წინა წლებში.

წყარო: ebmed.com

სტატია მოამზადა: ნათია ხარბედიამ