საქართველოში კორონავირუსი კვლავ სწრაფი ტემპით ვრცელდება, ამიტომ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ თავი. სხვა პრევენციული ზომების მიღებასთან ერთად, აუცილებელია, ვიზრუნოთ ჩვენი იმუნური სისტემის გაუმჯობესებაზე, რაც ყველაზე უკეთ სწორი კვებითაა შესაძლებელი.
გთავაზობთ 5 ჯანსაღ საჭმელს, რომლებიც ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაუმჯობესებას.
- წითელი ბულგარული წიწაკა წითელი ბულგარული წიწაკა დიდი დოზით შეიცავს ვიტამინ C-ს, რომელიც ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას. ერთი ჭიქა დაჭრილი ბულგარული ორჯერ უფრო მეტ ვიტამინს შეიცავს ვიდრე ფორთოხალი. დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ მეტი ეფექტურობისათვის ბულგარული მივირთვათ ცოცხლათ, მივაყოლოთ ჰუმუსს ან რაიმე სალათს.
- ბროკოლი ბროკოლი შეიცავს ვიტამინ C-ს. ერთი ჭიქა ბროკოლი ვიტამინის მიღების დღიური ნორმის 43%-ს შეადგენს. თუკი გსურთ, ბროკოლისგან რაც შეიძლება მეტი ვიტამინის მიღება, მიირთვით ცოცხლად.
- ნიორი. ნიორი ხელს უშლის ორგანიზმში ინფექციების წარმოქმნას. გარდა ამისა, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს გულის დაავადებების რისკს. სასურველია, რომ დღეში 2 ან 3 კბილი ნიორი მიირთვათ. დიეტოლოგის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, როგორი სახით მიიღებთ მას. განაგრძეთ კითხვა