30 ნოემბერს, ქალაქ იზმირში მომხდარმა მიწისძვრამ მსოფლიო შეძრა. იყო მსხვერპლი და უამრავი დაშავებული.

მაშველები ამ დრომდე ეძებდნენ ნანგრევებში ადამიანებს. და აი, დღეს მოხდა საოცრება, მაშველებმა ნანგრევებში 4 წლის გოგონა იპოვნეს. პატარა აიდა 91 საათი ნანგრევებში იმყოფებოდა, რის შემდეგაც მაშველებმა აღმოაჩინეს. მას სოცოცხლესთან შეუსაბამო ტრავმები არ აქვს, იმყოფება შოკურ მდგომარეობაში და უკვე უსაფრთხოდ, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ არის.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ამაღელვებელი კადრი, როგორ კოცნის მაშველი ცოცხლად გადარჩენილ პატარა გოგონას.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

იხილეთ იზმირში, სამაშველო ოპერაციის სულიშემძვრელი კადრები: