2020-2021 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს დაიწყება და პირველი ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, დოკუმენტების წარდგენა კი შესაძლებელი იქნება დღეიდან 5 ივლისის ჩათვლით.
ამ ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები:
➡ რომელთა და-ძმა სწავლობს სასურველ სკოლაში;
➡ მშობელი არის კონკრეტული სკოლის თანამშრომელი;
➡ ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.