დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა აღდგა

დღეიდან საქართველოში ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი – მეტრო, მუნიციპალური ავტობუსები და მიკროავტობუსები ამუშავდა. მათ შორის თბილისში მგზავრებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 550 ავტობუსი ემსახურება.

„იმედი მაქვს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის დროსაც ყველა ის მოთხოვნა მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა იკრძალება. ავტობუსებს რაც შეეხება, აქ ერთადერთი მოთხოვნაა პირბადით ასვლა. დისკომფორტი, რაც შეიძლება იყოს, ეს არის კონდიცირების არ ჩართვა. ფანჯრები იქნება მაქსიმალურად ღია, რომ მოხდეს განიავება, რადგან კონდიცირება ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი საფრთხეა. მეტროშიც, საპატრულო პოლიცია დაგვეხმარება და მოქალაქეებს პირბადის გარეშე არ შეუშვებენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები