დედის მიერ ნათქვამი 10 ფრაზა, რომელიც მთელი ცხოვრება გვეხმარება!

პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი მიუძღვის დედასთან ურთიერთობას. ხშირად კი გავლენას უბრალო სიტყვებიც ახდენს. რა უნდა ვუთხრათ ბავშვს, რომ ის ჰარმონიული და ბედნიერი ადამიანი გაიზარდოს? საკუთარ გამოცდილებაზე და დედის სიტყვების როლზე ადამიანის განვითარებაში ოჯახის ფსიქოლოგი კრისი დირაფი  გვესაუბრება.

დედამ დიდი როლი შეასრულა ჩემს აღზრდაში, ის დღემდე სულ მეხმარება როგორც მორალურად, ასევე ფსიქოლოგიურად. მაგრამ მთავარი, რაც მან მომცა – ეს შინაგანი ხმაა, რომელიც მუდამ ჩემში არსებობს. ის ყოველდღიურად მესმის და სწორედ მასშია ჩემი სუპერძალა. თავისი ჯადოსნური სიტყვებით დედამ ჩემში აღზარდა საკუთარი თავის რწმენა და მიზანსწრაფულობა.

  1. შენ ძალიან ლამაზი ხარ. როგორც წესი, დედა ამას მაშინ მეუბნებოდა, როცა რაიმე კარგს ვაკეთებდი, ვიღებდი სწორ გადაწყვეტილებას, ვიჩენდი დამოუკიდებლობას ან მტკიცე ხასიათს. ასევე ის ამ სიტყვებს მაშინ მეუბნებოდა, როცა გავოფლიანდებოდი ან ტალახში ვიგანგლებოდი, როცა რაიმეს მთელი ძალისხმევით ვაკეთებდი. დედამ მასწავლა, რომ ნამდვილი სილამაზე ადამიანის შინაგან სამყაროშია, კარგ ქმედებებში და არა გარეგნობაში.

2. შენ კარგი დედა იქნები. ეს მთელი ცხოვრების მანძილზე მესმოდა. დედა არასოდეს მიბიძგებდა იმისკენ, რომ აუცილებლად უნდა მყოლოდა შვილები. მაგრამ ის რაღაც მნიშვნელოვანს ხედავდა ჩემში. ზრდასრულ ასაკში ამ სიტყვებს ყოველდღიურად ვეყრდნობი. დროდადრო ვიღლები, ვიწვები, განცდებში ვარ და არ ვიცი, როგორ გავაგრძელო ცხოვრება. მაგრამ არასოდედ მეპარება ეჭვი ჩემში, როგორც დედაში.

3. მე ყოველთვის შენს გვედით ვიქნები. დედას ყოველთვის ცდილობდა, გაეგო, რას განვიცდი. თუნდაც არ სცოდნოდა, რაში იყო საქმე, ის ყოველთვის ცდილობდა გაეგო ჩემთვის. ემპათია ემპათიას ზრდის. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცოდნაა, რაც ბავშვობიდან უნდა ავითვისოთ. ემპათია – ეს აუცილებელი პირობაა ჯანმრთელი და წარმატებული ურთიერთობებისთის ზრდასულ ასაკში. ჯანმრთელი ურთიერთობები, პირველ რიგში, საკუთარი თავის რწმენას ავითარებს.

4. რისი გაკეთება გინდა? დედა არასოდეს მიმითითებდა, რა უნდა გამეკეთებინა. თუკი ის დაინახავდა, რომ გზიდან ვუხვევდი, ან რაიმეს არასწორად ვაკეთებდი, ცდილობდა, ეჩვენებინა თანადგომა და ნდობა. არასოდეს ცდილობდა, აეცილებინა დაბრკოლება ან გავეკონტროლებინე. ის ყოველთვის იგებდა ჩემს აზრებს, გრძნობებს და ამის შემდეგ მასწავლიდა, როგორ მოვქცეულიყავი.

5. შენ შეძლებ. როცა რამეში დავეჭვდებოდი, ან არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, დედა მეუბნებოდა, რომ ჩემი სჯეროდა. მას მართლაც სჯეროდა, რომ მე თავად გავერკვეოდი ყველაფერში. შეგეძლოს ბავშვობიდან მიიღო გადაწყვეტილებები ძალიან მნიშვნელოვანია ზრდასრულ ასაკში მაღალი თვითშეფასებისთვის. დედა მაძლევდა უფლებას, საკუთარ ცხოვრებაში მთავარი როლი მქონოდა. ის ყოველთვის ჩემ მხარეს იყო. იყო ჩემ გვერდით და ყოველთვის მზად, რომ დავეჭირე, როცა შემთხვევით წავბორძიკდებოდი.

6. მოიწვიე მეგობრები. სახლში ყოველთის უხაროდათ ჩემი მეგობრები. მათ შეეძლოთ მოსვლა მაშინაც კი, როცა მე შინ არ ვიყავი, იცოდნენ, რომ დედა ყოველთვის დახვდებოდათ, შეიპატიჟებდა და გემრიელად გაუმასპინძლდებოდა. ღია კარის პოლიტიკის დახმარებით მან მასწავლა არ მენერვიულა წვრილმანების გამო: რამდენად დალაგებული იყო სახლი ან რამდენად დახვეწილი იყო ვახშამი. უბრალოდ გულღიად მიიღე სტუმრები.

7. მე ვლოცულობ შენთვის. მთელი ჩემი ბავშვობა მახსოვს, დედა ლოცვანით დადიოდა, ის ახლაც სულ თან აქვს. მისთვის ლოცვა სენტიმენტალობის განოვლენა, ის გულით ლოცულობდა ჩემი მეგობრებისთვის, მათი მშობლებისა და ნათესავებისთვის, ჩემი შეყვარებულებისთვისაც. მან მასწავლა მელოცა ჩემი შვილებისთვის, რაც უდიდეს სიმშვიდეს მანიჭებს. ეს ბავშვებსაც ეხმარება: თავს დაცულად და მშვიდად გრძნობენ.

8. მე შენ მიყვარხარ. რა თქმა უნდა, ამას ყველა დედა ამბობს. მაგრამ დედაჩემი ამას გამუდმებით მეუბნებოდა. თუკი იარსებებდა მეტი სიყვა ამ გრძნობის გამოსახატად, იმასაც მეტყოდა. მაგრამ სხვა სიტყვები არ არსებობდა და დედა ამ სამ სიტყვას წარმოთქვამდა მთელი გრძნობით. მე ვფიქრობ, რომ ეს სიტყვები საკმარისი არ არის იმისათვის, რომ დედის ჩემდანი გრძნობა გამოეხატა.

9. კარგად გაერთე. ბავშვობა ხალისით, თამაშითა და სიცილით არის სავსე. ჩემი გული ამისკენ იწევს, როცა ცხოვრება რთული ხდება. დედა დღემდე მეუბნება ამ სიტყვებს, როცა ბავშვებს ვუტოვებ და სადმე მივდივარ. ის მაცილებს და მეობნება, რომ არაფერზე ვიდარდო, უბრალოდ კარგად გავერთო. როცა ვბრუნდები, მეკითხება, როგორი დრო გავატარე და უხარია ყველა ჩემი სიხარული. ამით ის მაჩვენებს: მე არ ვარ ტვირთი, რომ მე და ჩემი შვილები – მისი სიხარული ვართ. ამის შემდეგ მე ვთვლი, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებ.

10. მე ვამაყობ შენით. მართლა ძალიან გამიმართლა, რომ მთელი ბავშვობა მესმოდა, როგორ ამაყობდა დედა ჩემით, მიუხედავად ყველაფრისა. მე გავიზარდე რწმენით, რომ შემეძლო მეამაყა საკუთარი თავით, და ვამაყობ დღემდე. მადლობა, დედა ამ ყველაფრისთვის!

 

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები