დავიღალე ქმრით, შვილებით და მთლიანად ოჯახით…

9 წელია გათხოვილი ვარ. ქმარი – სამხედროა, მყავს ორი გოგონა. ქორწინების მერე აღარ მიმუშავია, ვზივარ სახლში და ძალიან დავიღალე ყოველდღიურობით, ბავშვებითა და ქმრით, თუმცა ისინი ძალიან მიყვარს…

მიჭირს მეგობრების გაჩენა, მხოლოდ ერთი დაქალი მყავს და ისიც შორს ცხოვრობს ჩემგან. მშობლები სხვა ქალაქში ცხოვრობენ. საღამოს ვინმესთან წასასვლელიც კი არ მაქვს. ბევრი იტყოდა, რომ ოფისში სიარულზე უკეთესია ასე ყოფნა. ჰო, მე თვითონ ავირჩიე ასე ცხოვრება, შილების გაზრდა, აღზრდა, მაგრამ ახლა ძველი დრო მენატრება.  ჩემი გართობა მხოლოდ მანიკურის კეთება, ქაღალდისგან ყვავილების შექმნა და საღამოს სირბილია.

მაკა, 29 წლის.

ფსიქოლოგის რჩევა:

ის, რომ სიციუმის აღიარება და მისგან პატივისცემა გჭირდებათ, ეს ნორმალურია. თქვენ – შესანიშნავი დიასახლისი ხართ, მაგრამ როცა შინ ყველაფერი წესრიგშია, მოვიდა დრო, თავი გამოიჩინოთ. ხომ შეგიძლიათ აიღოთ შეკვეთები და აკეთოთ, ხელოვნური ყვავილები? ან გახდეთ მანიკურის სპეციალისტი, ან თუნდაც შთააგონოთ მეზობლები და აიყოლიოთ საღამოს ერთად სირბილში.

უფრო თამამი იყავით! თქვენ ყველაფერი გამოგივათ. ნამდვილად შეგიძლიათ იყოთ მაგალითი სხვებისთვის. ოდესღაც დიასახლისობა გიხაროდათ და საჭირო ადამიანად გაგრძნობინებდათ თავს, ახლა კი სხვა სურვილები გაქვთ. უსმინეთ შინაგან ხმას.

აუცილებლად გჭირდებათ მოკავშირეები და მეგობრები. თუნდაც უცხო და პატარა ქალაქში იმყოფებოდეთ – შეძლებთ თანამოაზრის პოვნას. დაფიქრდით, რით შეგიძლიათ იყოთ სხვისთვის სასარგებლო.  პირველმა გადადგით ახალი ნაცნობობისკენ ნაბიჯი და შედეგი, გვერწმუნეთ, არ დააყოვნებს!

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები