დასახელდა 5 ყველაზე საშიში დიეტა ჯანმრთელობისთვის!

სიაში შედის ცნობილი “დუკანის” და ე.წ. “კრემლის” დიეტები!

წონაში დაკლება გსურთ? და მიმართავთ ყველა ყურმოკრულ, ნაცად და პოპულარულ ხერხს ამისთვის? ეს შეცდომაა და საშიშიც კი!

რეალურად ჯანმრთელად წონაში კლება ცხოვრების აქტიურ წესის, საკვების სწორად მიღებისა და დიდი რაოდნობით წყლის სმაში იმალება. რაც მთავარია, აუცილებელია, ამ დროს სპეციალური ფსიქოლოგის დახმარება მოტივაციისთვის და საკვებზე დამოკიდებულების შესაცვლელად. 

ექიმები გვაფრთხილებენ: ნებისმიერი დიეტა, რომელიც კალორიების მკვეთრ შემცირება და რომელიმე კონკრეტული მკვებავი ნივთიერების რაციონიდან ამოღებას ექვემდებარება, ძალიან საშიშია ჯანმრთელობისთვის.

საუკეთსო შემთხვევაში წონა რამდენიმე თვეში უცვლელად უკან დაბრუნდება. უარეს შემთხვევაში – დაირღვევა მეტაბოლიზმი და ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიადგება.

ახლა წარმოგიდგენთ რამდენიმე ყველაზე პოპულარულ დიეტას, რომლებიც კვების სპეციალისტებისა და ექიმების მიერ ყველაზე უშედეგო და საშიშ დიეტებად დასახელდა (გამოცემა US News-ის მიხედვით).

დუკანის დიეტა

ამ დიეტის პრინციპების მიხედვით, რაციონის საფუძველს ცილები შეადგენენ, ხოლო ცხიმების და განსაკუთრებით ნახშირწყლების მიღება მინიმუმამდეა დაყვანილი. თუმცა, ექიმების აზრით, ცილების გადაჭარბებული რაოდენობა რაციონში შესაძლოა თირკმლების ფუნქციის მოშლის მიზეზი გახდეს, გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება, თავის ტკივილი და კუჭ-ნაწლავის მუშაობის გაუარესება. ასევე დიდი შანსია განვითარდეს, საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების დეფიციტი, რის შედეგადაც დაირღვეს შინაგანი ორგანოების მუშაობა. უარი თქვით ამ დიეტაზე!

ე.წ. “კრემლის დიეტა”

ეს დიეტა (როგორც მისი პროტოტიპი – ატკინსის დიეტა) ასევე მოიაზრებს ცხიმებისა და ნახშირწყლების რაციონიდან გამორიცხვას. ცხიმები, განსაკუთრებით უჯერი და მცენარეული წარმოშობის, სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის: ცხიმის მჟავები, ომეგა პასუხს აგებს იმუნიტეტზე, იცავს და ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს და ორგანიზმში ანთებითი პროცესების გაჩენის რისკს ამცირებს. თუმცა, ცხიმების გადაჭარბებით მიღებას, განსაკუთრებით ნახშირწყლების დეფიციტის ფონზე, პირდაპირი გაგებით, სიკვდილის გამომწვევია: “კრემლის დიეტის: ხანგრძლივად დაცვის შემთხვევაში  სიხლ-ძარღვების სერიოზული დაავადებების გაჩენით ძალიან ვრისკავთ.

პალეო-დიეტა

ჩვენი შორეული წინაპრები შემგროვებლური წესით ცხოვრობდნენ, არ იცოდნენ მიწათმოქმედება, ვერ მოჰყავდათ ბოსტნეული და ხილი!. პალეო-დიეტის მიმდევრებმა უნდა მიირთვან მხოლოდ თხილეული, ბალახეული, ხილი და ბოსტნეული, ასევე უცხიმო ხორცი და თევზი. მაგრამ რძე და რძის პროდუქტები, ასევე ბურღულეული და მარცვლეული კატეგორიულად იკრძალება. სამწუხაროდ, ეს რაციონი – პირდაპირი გზაა კალცისა და უჯრედისის დეფიციტისკენ (თანამედროვე ადამიანთა უმეტესობას ისედაც უფიქსირდებათ ამის ნაკლებობა). სუსტი ძვლები, თმის ცვენა, მტვრევადი ფრჩხილება და მტკივნეული კბილები, ასევე მოშლილი კუჭ-ნაწლავის სისტემა – ეს ყველაფერი შესაძლოა “პალეო-დიეტის” დაცვით იყოს გამოწვეული. დარწმუნებული ხართ, რომ წონის კლება ამად გიღირთ?

კეტო-დიეტა

ბოლო წლების ყველაზე პოპულარული დიეტა, კეტო-დიეტა დაფუძნებულია ნახშირწყლებისა და ნაჯერი ცხიმების პრაქტიკულად სრულიად გამორიცხვაზე. მიზხანი – ჩაეფლოს ორგანიზმი კეტოზში, მდგომარეობაში, როცა ორგანიზმი ენერგიას მიიღებს დაგროვილი ცხიმებიდან. თავდაპირველად ეს დიეტა შემუშავდა ეპილეფსიით დაავადებულთა მდგომარეობის დასტაბილურებისთვის, მოგვიანებით კეტოგენური დიეტა და მისი ვარიეციები რეკომენდებული გახდა მეორე ტიპის დიაბეტის მქონე პირთათვის. მაგრამ ექიმები ამტკიცებენ და გვაფრთხილებენ: თვითნებურად საკუთარი თავისთვის კეტო-რაციონის დანიშვნა სახიფათოა! კეტო-დიეტა გარანტირებულად იწვევს D ვიტამინის ნაკლებობას. განსაკუთრებით საშიშია ის გულ-სისხლძარღვთა, თირმკლებისა და ღვიძლის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის!

უმი ხილისა და ბოსტნეულის დიეტა

ანემია, სახსრების დაავადებები, გულის მუშაობის გართულება და ბანალური, საკვებით მოწამვლა – ეს ის გართულებებია, რაც უვითარდებათ მათ, ვინც უმი საკვებით დიეტას იცავს. ეს ვეგანური რაციონის ნაირსახეობა ითვალისწინებს მხოლოდ ბოსტნეულის, ხილისა და თხილეულის უმად მიღების პრინციპს. გარდა იმისა, რომ ასეთი საკვები ცუდად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე, ის ძალიან მწირია და არ შეუძლია შეავსოს ჩვენი ორგანიზმი საჭირო სასარგებლო და მკვებავი ნივთიერებებით.

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები