“დადგა დრო, გული გავუხსნათ ოჯახის წევრებს… ჩვენი იმუნიტეტი ერთმანეთის გახარებაა” – შალვა ამონაშვილის რჩევები “სახლში გამოკეტილებს”

აკა­დე­მი­კოს­მა შალ­ვა ამო­ნაშ­ვილ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­ულ ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა. ცნო­ბი­ლი პე­და­გო­გი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის პე­რი­ო­დის სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­ტა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბებს უზი­ა­რებს.

იგი ასე­ვე, რე­კო­მენ­და­ცი­ებს სთა­ვა­ზობს მშობ­ლებს, თუ რო­გორ გა­ა­ტა­რონ თი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში დრო სა­სარ­გებ­ლოდ სა­კუ­თარ შვი­ლებ­თან.

“კო­რო­ნამ შეც­ვა­ლა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის წესი, არამ­ხო­ლოდ ჩვენს სახ­ლებ­ში, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, არა­მედ მთელ პლა­ნე­ტა­ზე. ხალ­ხი გა­მოგ­ვკე­ტა სახ­ლებ­ში, ჩა­ი­კე­ტა სა­ზღვრე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან ვე­ღარ მივფრი­ნავთ და შე­ზღუ­დუ­ლე­ბი აღ­მოვ­ჩნდით ჩვენს ოჯა­ხებ­შიც. ისე­ვე რო­გორც ბევ­რი თქვენ­გა­ნი, მეც სახ­ლში ვარ ჩა­კე­ტი­ლი. თავს ისე ვგრძნობ, თით­ქოს ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა მო­მი­სა­ჯეს. მაგ­რამ ამა­ვე დროს ვფიქ­რობ რაში გა­მო­ვი­ყე­ნო ეს დრო. დრო გვეძ­ლე­ვა, რომ სა­კუ­თარ თავ­ზე ვი­ფიქ­როთ, შე­ვიც­ვა­ლოთ ცხოვ­რე­ბის წესი, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ ხში­რად ვერ ვსარ­გებ­ლობთ ამით.

ჭირი მოგ­ვად­გა თით­ქოს­და კარ­ზე, მაგ­რამ გა­ვიხ­სე­ნოთ რუს­თა­ვე­ლის სი­ტყვე­ბი: “ნე­ტავ, მა­მა­ცი სხვა რაა, არ გას­ძლოს რაცა ჭი­რია, ჭირ­სა გად­რე­კა რად უნდა რა სა­სა­უბ­რო პი­რია”. აი, ამ აზ­რზე ვარ მეც ახლა. იცით, რაზე ვფიქ­რობ? რომ მყავ­დეს ჩემი მე­უღ­ლე ცო­ცხა­ლი, რაზე ვე­სა­უბ­რე­ბო­დი მას, რას ვე­ტყო­დი. აი რას ვი­ზამ­დი, დღე­ში ცხრა­ჯერ მა­ინც ავუხ­სნი­დი ხე­ლახ­ლა სიყ­ვა­რულს, მო­ვე­ფე­რე­ბო­დი, რაც არ მო­ვე­ფე­რე აქამ­დე.

გავ­ხდე­ბო­დი გუ­ლახ­დი­ლი ჩემი ოჯა­ხის წევ­რებ­სად­მი და მა­თაც გავ­ხდი­დი გუ­ლახ­დილს ჩემს მი­მართ. კო­რო­ნა­ვირუ­სი სა­ბო­ლო­ოდ წარ­სულს ჩა­ბარ­დე­ბა, წავა ის. დიდ­ხანს კი არ დარ­ჩე­ბა, ერთ-ორი თვე და მოგ­ვცილ­დე­ბა, წარ­სულს ჩა­ბარ­დე­ბა, მაგ­რამ ჩვენ რო­გო­რე­ბი ჩავ­ბარ­დე­ბით მო­მა­ვალს? ეს გა­მოც­და გვიდ­გე­ბა და მეც გა­მოც­დის წი­ნა­შე ვარ ჩემი შვი­ლე­ბის, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის, წარ­სუ­ლი­სა და აწ­მყოს წი­ნა­შე. ვფიქ­რობ ჩემ­თვის, რო­გორ შევ­ცვა­ლო უკე­თე­სო­ბის­კენ ჩემი ცხოვ­რე­ბის ყად­რი და ნირი, როცა ეს ყვე­ლა­ფე­რი უკან დარ­ჩე­ბა? რა უნდა დამ­რჩეს სა­მა­გი­ე­როდ.

რას გა­მოვ­რჩე­ბით წუ­წუნს, რას გა­მოვ­რჩე­ბით ვიშ­ვიშს. იქ­ნებ ვი­ფიქ­როთ სხვა რა­მე­ზე. რო­გო­რი წესი და­ვამ­კვიდ­როთ ჩვენს ოჯა­ხებ­ში ისე, რომ როცა ეს ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდე­ბა, სხვა­ნა­ი­რე­ბი, ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გავ­ხდეთ. ხომ არ დად­გა დრო, რომ აუჩ­ქა­რებ­ლად გული გა­ვუხ­სნათ ჩვენს ოჯა­ხის წევ­რებს. ადრე სა­მუ­შა­ო­ზე გავ­რბო­დით და დრო არაფ­რის­თვის გვრჩე­ბო­და. ახლა კი შეგ­ვიძ­ლია სახ­ლში კი­დეც ვი­მუ­შა­ოთ და კიდე ვი­ურ­თი­ერ­თოთ ერ­თმა­ნეთ­თან. მე ჩემს შვი­ლიშ­ვი­ლებს უფრო მე­ტად და­ვუ­ახ­ლოვ­დი, ჩემს ქა­ლიშ­ვილს უფრო ხში­რად ვე­სა­უბ­რე­ბი და მეტს ვი­გებთ ერ­თმა­ნე­თის­გან.

ჩვენ უნდა ჩა­ვა­ბა­როთ გა­მოც­და მოთ­მი­ნე­ბა­ში, სი­ხა­რულ­ში, სიმ­შვი­დე­ში, იმედ­სა და რწმე­ნა­ში. დათ­მო­ბაც უნდა შეგ­ვეძ­ლოს. ეს დრო ამა­ში უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ.

არის ბიბ­ლი­ა­ში ასე­თი გა­მოთ­ქმა, დრო ქვე­ბის შეკ­რე­ბი­სა და დრო გა­ფან­ტვი­სა. მგო­ნი შეკ­რე­ბის დრო დაგ­ვიდ­გა, უნდა შე­ვაგ­რო­ვოთ ეს ქვე­ბი, გან­ძი, რომ­ლე­მაც ჩვენს სულ­ში უნდა ამო­ზარ­დოს მოთ­მი­ნე­ბა­ცა და დათ­მო­ბაც, კე­თილ­შო­ბი­ლე­ბაც! დიდსუ­ლოვ­ნე­ბის გა­მოც­დის წი­ნა­შე ვართ ფაქ­ტობ­რი­ვად” – ამ­ბობს ფსი­ქო­ლო­გი.

პე­და­გო­გი ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­ზეც და მშობ­ლებს ამ კუ­თხი­თაც სთა­ვა­ზობს რჩე­ვებს:

“მე­კი­ხე­ბით რო­გორ მო­ვექ­ცეთ ბავ­შვებს, რო­გორ და­ვა­კა­ვოთ ისი­ნი. ჩემო ძვირ­ფა­სე­ბო, ბავ­შვებს და­კა­ვე­ბა არ უნ­დათ, ჩვენ უნდა დავ­კავ­დეთ ბავ­შვე­ბით. ხომ არ შე­იძ­ლე­ბა რომ ბავ­შვებს სამი საქ­მე მივ­ცეთ. წა­დით ახლა გა­ა­კე­თეთ ესე­ნი და და­კავ­დით, ასე­თი რამ აღ­ზრდას­თან არ მიგ­ვა­კა­რებს. ჯო­ბია ჩენ დავ­კავ­დეთ ბავ­შვე­ბით, მეტი წა­ვუ­კი­თხოთ, მეტი ვე­სა­უბ­როთ. მათ უყ­ვართ, როცა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ზე ვე­ა­უბ­რე­ბით.

ვე­ფი­ლო­სო­ფო­სოთ მათ ავუხ­სნათ ცხოვ­რე­ბის ანი და ბანი. ამას სკო­ლა­ში არ ას­წავ­ლი­ან და განა არ არის დრო, რომ ავუხ­სნათ მათ რა­შია ცხოვ­რე­ბის აზრი. მას­ვი, მა­ჭა­მე და მალ­ხი­ნე ხომ არ არის ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის აზრი. აზრი იმა­შია, რომ უკე­თე­სე­ბი გავ­ხდეთ, სული გა­ვი­ფა­ქი­ზოთ. ვნა­ხოთ ერ­თად ფილ­მე­ბი, წა­ვი­კი­თხოთ წიგ­ნე­ბი, ვი­თა­მა­შოთ, ვი­ცელ­ქოთ ბავ­შვებ­თან ერ­თად. იყოს სახ­ლში ბავ­შვე­ბის აურ­ზა­უ­რი და ჩვენც ჩა­ვერ­თოთ ამა­ში. იცით რა მოხ­დე­ბა? მეტი ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ჩვენს შო­რის. არ ვუ­ჩი­ჩი­ნოთ – და­ჯე­ქით ის­წავ­ლე­თო, მათ ეს ჩი­ჩი­ნი ეყო­ფათ.

ახლა ბავ­შვე­ბი შინ სხე­დან და კომ­პი­უ­ტე­რით ესა­უბ­რე­ბი­ან მას­წავ­ლებ­ლებს. ჩვენც მი­ვუს­ხდეთ გვერ­დით ჩვენს შვი­ლებს და ვუ­ყუ­როთ რო­გორ უხ­სნი­ან, რას ას­წავ­ლი­ან ბავ­შვებს და ამით მას­წავ­ლებ­ლებ­საც უკეთ გა­ვიც­ნობთ. ის თით­ქოს­და ჩვენს სახ­ლში შე­მო­დის და გვა­ყუ­რე­ბი­ნებს რო­გორ ას­წავ­ლის ბავ­შვებს. იმუ­ნი­ტე­ტი, რა თქმა უნდა, შე­მუ­შავ­დე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­არმ­დეგ და წა­მა­ლიც.

სი­მარ­თლე გი­თხრათ, მე მგო­ნია, რომ ეს წა­მა­ლი კი­დეც არ­სე­ბობ­და მა­ნამ­დე, ვიდ­რე კო­რო­ნა­ვირუ­სი გაჩ­ნდე­ბო­და. ახლა თით­ქოს უნ­დათ თა­ვი­დან აღ­მო­ა­ჩი­ნონ ეს წამ­ლიც, რომ მერე ვირ­ღა­ცამ დიდი მო­გე­ბა მი­ი­ღოს.

ყვე­ლა­ზე დიდი იმუ­ნი­ტე­ტი და წა­მა­ლი იცით რა არის? ჩვე­ნი სუ­ლის სიმ­დიდ­რე, რა გა­მოც­დას გა­დის ახლა მთე­ლი პლა­ნე­ტა? სუ­ლის სი­ღა­ტა­კის გა­მოც­დას გა­დის, ჩვენ გვაკ­ლია ეს სუ­ლი­ე­რე­ბა რწმე­ნა და იმე­დი, ფა­ქი­ზი სიყ­ვა­რუ­ლი, დათ­მო­ბა.

გვიყ­ვარ­დეს ერ­თმა­ნე­თის გა­ხა­რე­ბა – აი, ესაა ჩვე­ნი იმუ­ნი­ტე­ტი. რომ ჩა­ვი­ხე­დოთ სა­კუ­თარ თავ­ში და­ი­ნა­ხავთ, თურ­მე რა ცოტა მოთ­მი­ნე­ბა, დათ­მო­ბის უნა­რი, თა­ნაგ­რძნო­ბა, სიმ­შვი­დე გვაქვს. გვექ­ნე­ბა ამის პი­რო­ბე­ბი, რომ ამ ნაკლზე ვი­ფიქ­როთ. მეც ვხდე­დავ ნაკლს. მი­ჭირს ხოლ­მე ადა­მი­ა­ნებ­თან გუ­ლის გახ­სნა და­ახ­ლო­ე­ბა, ხან კი ვბე­დავ და გა­მო­მი­დის. ახლა ვფიქ­რობ ყვე­ლა­ფერ ამა­ზე და ეს ჩემი ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა ამ გა­მოც­დად მი­ღირს. ვუ­ყუ­რებ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ძა­ლი­ან კარგ ზო­მებს იღებს, სა­ზღვრე­ბი სწო­რად ჩა­კე­ტა, მოგ­ვი­წო­დეს სახ­ლში დარ­ჩე­ნის­კენ.

უნდა და­ვუ­ჯე­როთ ჩვენს მთავ­რო­ბას ამ კე­თილ საქ­მე­ებ­ში. მე ისიც მა­ხა­რებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს დიდი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს სხვა ქვეყ­ნებ­თა­ნაც სა­ი­და­ნაც დახ­მა­რე­ბას და რჩე­ვა-და­რი­გე­ბას იღებს. ხან­და­ხან შეგ­ვიძ­ლია გა­ვი­პა­როთ სახ­ლე­ბი­დან და მთე­ბის­კენ, ბუ­ნე­ბის­კენ გა­ვე­შუ­როთ. ბუ­ნე­ბა არც კო­რო­ნა­ვირუსს გა­დაგ­ვდებს და არც რა­ი­მე სხვა სენს. ამი­ტომ გა­ვი­პა­როთ მთებ­ში და გა­ჯან­სა­ღე­ბუ­ლე­ბი დავ­ბრუნ­დეთ ისევ ჩვენს სახ­ლებ­ში. გა­მო­ჭე­დეთ თქვე­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბა ეს თქვენს ხელ­თაა, თქვენს ხა­სი­ა­თებ­ში, ურ­თი­ერ­თო­ბებ­შია ჩა­დე­ბუ­ლი. გა­მო­ჭე­დეთ ეს ბედ­ნი­ე­რე­ბა და გი­სურ­ვებთ წარ­მა­ტე­ბას!“ – ამ­ბობს ამო­ნაშ­ვი­ლი.

წყარო : ambebi.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები