ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც მოსახლეობის აცრა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით დაიწყო. ვაქცინაცია დღეს დაიწყო და Pfizer-ის 800 000 დოზა უკვე მობილიზებულია.
პირველი პაციენტი, რომელიც ამ ვაქცინით აიცრა, ჩრდილოეთ ირლანდიელი ქალბატონი, 90 წლის მარგარეტ კინანია.
მარგარეტი ტელევიზიებთან საუბრისას ამბობს, რომ მისთვის Pfizer ვაქცინის გაკეთება პრივილეგიაა.
მისივე თქმით, ქალბატონი ერთ კვირაში 91 წლის ხდება და ეს ვაქცინა ნაადრევი დაბადების დღის საჩუქარია.