CNN – ეკრანთან ჯდომის დრო ბავშვებში, ტვინის განვითარების დონეზე მოქმედებს

ბოლო წლებში 5 წლამდე ასაკის ბავშვების ეკრანებთან ჯდომის დრო საკმაოდ გახანგრძლივდა. ექსპერტები ღელავებ იმაზე, თუ რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს ტელეფონების, ტაბლეტებისა და სმარტფონების გამოყენებას ბავშვის ტვინის განვითარებაზე ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან წლებში.

ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 3-დან 6-წლამდე ასაკის ბავშვების ტვინების სკანირება განახორციელეს და აღმოაჩინეს, რომ იმ ბავშვებს,  რომლებიც ეკრანებთან რეკომენდირებულ 1 საათზე მეტხანს ისხდნენ, ტვინის თეთრი ნივთიერება ნაკლებად განვითარებული ჰქონდათ. ეს არის ტვინის ნაწილი, რომელიც უმნიშვნელოვანესია მეტყველების, წიგნიერებისა და შემეცნებითი უნარების გასავითარებლად.

“ესაა პირველი კვლევა, რომელიც ეკრანთან გატარებულ დიდ დროსა და ტვინის სტრუქტურის განვითარების დაბალ მაჩვენებელს ზომავს სკოლამდელი ასაკის ბავშვებში”, -აცხადებს კვლევის წამყვანი ავტორი ჯონ ჰიუტონი, რომელიც ცინცინატის ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრი და კლინიკური კვლევების ხელმძღვანელია.

„ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან ტვინი ყველაზე სწრაფად სიცოცხლის პირველი  ხუთი წლის განმავლობაში ვითარდება. ამ დროს ტვინი ძალიან პლასტიკურია, ყველაფერის ისრუტავს და აყალიბებს ძლიერ კავშირebs, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება,“- განმარტავს ჰიუტონი.

კვლევებმა აჩვენა, რომ ტელევიზორის ხშირი ყურება კავშირშია ბავშვების მხრიდან ნაკლები ყურადღების გამოხატვასა და საღად აზროვნებაში. ამ დროს იზრდება კვების დარღვევების ჩვევების რისკიც და ქცევის პრობლემებიც. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ არსებობს კავშირი ეკრანთან ჭარბად გატარებულ დროსა და მეტყველების სწავლის დაგვიანებას, ძილის პრობლემებს, ძირითადი ფუნქციების მოშლას და აფერხებს მშობელსა და შვილს შორის კონტაქტს.

„ცნობილია ის ფაქტი, რომ ბავშვები, რომლებიც ეკრანთან დიდ დროს ატარებენ, ისეთ ოჯახებში ცხოვრობენ, სადაც ეკრანთან მშობლებიც დიდ დროს ატარებენ. კვლევებმა აჩვენა, რომ იმ ბავშვების მშობლები, რომლებიც ეკრანთან ხუთ საათს ატარებენ, ეკრანებთან თითქმის ორჯერ მეტხანს არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ერთმანეთთან ურთიერთობისთვის დრო ფაქტობრივად არ რჩებათ,“- განმარტავს ჰიუტონი.

ასეთი ცხოვრების სტილის შემთხვევაში, ბავშვები ეკრანს ვერ წყდებიან ჭამის დროს, ან მაშინ, როდესაც დასაძინებლად მიდიან.

ექსპერტების თქმით, შემაშფოთებელია ის ასაკი, რომლიდანაც ბავშვები ეკრანებზე დამოკიდებულებას ავლენენ. ჰიუტონის თქმით, კვლევაში მონაწილეთა 90% პროცენტი გაჯეტებთან დროის დიდი ნაწილის გატარებას  1 წლის ასაკიდან იწყებს:

„ჩვენს მიერ ჩატარებულმა რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთი ბავშვი გაჯეტების გამოყენებას 2-3 თვის ასაკიდან იწყებს”.

კვლევის ფარგლებში ბავშვებს ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) ჩაუტარეს.  კვლევაში ჯამში 47 ჯანმრთელი ბავშვი მონაწილეობდა, მათგან 27 გოგო და 20 — ბიჭი იყო.

ტომოგრაფიის ჩატარებამდე, ბავშვებს მისცეს შემეცნებითი ტესტები, მშობლებმა კი შეავსეს ამერიკის პედიატრების აკადემიის მიერ შემუშავებული ტესტი, რომელიც ზომავს ეკრანთან გატარებულ დროს სხვა აუცილებელ ქცევებთან შეფარდებით.

როგორც აღვნიშნეთ, სკანირების შედეგად აღმოჩნდა, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც ეკრანთან დღის განმავლობაში რეკომენდირებულ 1 საათზე მეტს დროს ატარებენ, ტვინის თეთრი ნივთიერება ნაკლებადა აქვთ განვითარებული.

“წარმოიდგინეთ, რომ ეს თეთრი ნივთიერება არის სადენები, როგორიც აქვს ტელეფონს, და ისინი ტვინის სხვადასხვა ნაწილებს უკავშირდება და ერთმანეთთან კომუნიკაციაში ეხმარება”, — განმარტავს ჰიუტონი.

მისივე თქმით, თეთრი ნოვთიერების განვითარების დაბალი დონე ტვინის ფუნქციონირებას ანელებს.

ექსპერტები განმარტავენ, რომ ისეთი ქცევები, როგორიცაა კითხვა, სირბილი, ვარჯიში და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის სწავლა ტვინის თეთრი ნივთიერების სტრუქტურასა და ორგანიზებულობას აუმჯობესებს.

როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები

არსებობს მშობლებისა და ბავშვების ერთობლივი აქტივობები, რომელიც ბავშვის განვითარებას უწყობს ხელს. ეს აქტივობებია :კითხვა, სიმღერა, ემოციური კავშირი, გასეირნება ან თუნდაც დროის დათმობა იმისთვის, რომ მშობელმა ბავშვთან ერთად იცინოს.

ექსპერტები გვირჩევენ, შემდეგი გაიდლაინები შევასრულოთ:

18 თვემდე ასაკის ბავშვებს ეკრანებთან ნუ დავსვამთ. ბავშვი ადამიანებთან ურთიერთობას უნდა მიეჩვიოს. გაჯეტები ძიძები არ არიან!

კვლევამ აჩვენა, რომ იმ ოთახში ტელევიზორის ქონაც კი, სადაც ბავშვები დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ, მათ თამაშშსა და ადამიანებთან ურთიერთობაში ხელს უშლის.

როდესაც ბავშვი 2 წლის ხდება, შესაძლოა, ბავშვებს გარკვეული საბავშვო ვიდეოები შევთავაზოთ,  რომელიც სიტყვების და წინადადებების სწავლაში დაეხმარებათ, თუმცა ეკრანებთან ისინი აუცილებლად მშობლების თანდასწრებით უნდა დასხდნენ, რომლებიც შვილებს სიახლის ათვისებაში უნდა დაეხმარონ.

რაც შეეხება 3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებს, მათთვის ხარისხიანი სატელევიზიო შოუების ნახვა სასარგებლოც არის. კარგ სატელევიზიო შოუს ბავშვის შემეცნებითი უნარის განვითარება შეუძლია, ემარება მას აალი სიტყვების ათვისებასა და სოციალურ განვითარებაში.

თუმცა, „ამერიკის პედიატრთა აკადემია“ მშობლებს აფრთხილებს, რომ სატელევიზიო შოუებისა და საგანმანათლებლო აპლიკაციების უმეტესობა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მიერ შედგენილი არაა, ამიტომ ისინი უფრო დიდ ზიანს აყენებენ ბავშვებს, ვიდრე სარგებლობა მოაქვთ.

კვლევა ჟურნალ JAMA Pediatrics-ში გამოქვეყნდა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები