“ჩვენი ქალიშვილი 28 წლის არის და ბოლო 4 წელიწადი  45 კგ მოიმატა. რაც მთავარია, ვერ აცნობიერებს, რომ ეს კატასტროფაა. თვლის, რომ არ მიყვარს და მრცხვენია მისი სიმსუქნის. სინამდვილეში მე და ჩემი მეუღლე ძალიან განვიცდით, რადგან ჩვენ შვილს არ უნდა წონის დაკლება. ვუყურებ და ვტირი. ყოველდღე მპირდება – და ვერ ითმენს, სულ ჭამს. ამჟამად საერთოდ არ მეკონტაქტება. გული მისკდება და მტკივა. ერთად არ ვცხოვრობთ – ეჭვი მაქვს, აქ მხოლოს საჭმელი არ არის დამნაშავე, არამედ ალკოჰოლიც. როგორ მოვიქცე, მირჩიეთ…

მანანა, 50 წლის

ფსიქოლოგის პასუხი:

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

მანანა, მესმის თქვენი ვნებათაღელვის. წონის ასეთი დიდი მატება, პირველ რიგში გოგონას ჯანმრთელობაზე აისახება უარყოფითად. თქვენ არ მოგიწერიეთ, რას უკავშირებთ გოგონას წონის მატებას. სტრესს? ემოციებით გადანაყრებას? ჰორმონალური ბალანსის დარღვევას?

მაგრამ თუ წონა აგრძელებს მატებას ან არ იკლებს გოგონას მონდომების მიუხედავად, საქმე საკვებზე დამოკიდებულებასთან გვაქვს. და ამ შემთხვევაში უკვე აუცილებელია სპეციალისების ჯგუფის ჩართვა: დიეტოლოგის, ფსიქოლოგის და შესაძლოა ფსიქიატრისაც.

წონის დაკლებისთვის ხომ აუცილებელია გამომუშავდეს ახალი, ჯანმრთელი კვებითი ქცევა. ეს იმას ნიშნავს, არსებობდეს პასუხი მთავარ კითხვაზე: “რას ვჭამ”? – და კიდევ 4 კითხვაზე, რომლებიც პირდაპირ კავშირშია კვებით ქცევასთან. აი, კითხვების ჩამონათვალი:

  1. რას ვჭამთ?
  2. სად ვჭამთ?
  3. როდის ვჭამთ?
  4. რამდენს ვჭამთ?
  5. რატომ ვჭამთ?

ეს 5 მთავარი კითხვაა, რომლებზეც პასუხი გაგვაცნობიერებინებს საკვებზე ჩვენს დამოკიდებულებას. და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დაიწყოს წონის კლება, არამედ აღმოფხვრას ის მიზეზები, რამაც მიიყვანა აქამდე. და თუკი გპირდებათ, მაგრამ ისევ არღვევს პირობას, მაშინ მიზეზებს უკვე დამღუპველი როლი აქვთ კვებითი ქცევების კორექციაში.

იზრუნეთ, რომ გოგონამ მიმართოს ფსიქოლოგს, კონკრეტულად კი კვების სპეციალისტს.