შობას სიხარულთან ერთად სევდაც ახლავს, განხაკუთრებით უფროსი ასაკის ადამიანებისთვის!
ალბათ იმიტომ, რომ ყველაზე მეტად გვახსენებს ბავშვობას, რომლის დაბრუნებაც ახლა მხოლოდ შვილებითა და შვილიშვილებით შეგვიძლია!
“ჩვენი ოჯახიდან თქვენს ოჯახებში” – ასე ქვია დისნეის ახალ, საშობაო ანიმაციას, რომელსაც ცოტა სევდაც ახლავს, მაგრამ მაინც საოცარ, ზღაპრულ და სადღესასწაულო განწყობას ქმნის!