ჩემი შვილის დაბადების დღე მოდის, როგორ მოვიქცე??

კორონა ვირუსმა, არამხოლოდ ზრდასრულების, არამედ პატარების ცხოვრების წესიც რადიკალურად შეცვალა, ონლაინ გაკვეთილები, ჩაკეტილი სივრცეები, შეზღუდულმა თავისუფლებამ და უამრავმა იძულებითმა გარემოებამ, ჩვენი პატარები, უფროსებზე არანაკლებად დასტრესა, რამაც გარდა იმისა, რომ მათი ჩაკეტილობა გამოიწვია, ყოველდღიურობაში აპრობირება, საკმაოდ გაართულა.

ამ მწვავე, სტრესული გარემოს ფონზე, პატარების გამხიარულება, ბედნიერი წუთების ჩუქება და სიტუაციის გამრავალფეროვნება უკიდურესად მნიშვნელოვანია, სწორად ამიტომ, კომპანია ჰობიმ გადაწყვიტა, რომ ყველა მსურველს, ვისაც დაბადების დღის განსაკუთრებულად გადახდა უნდა, ამის საშუალება მისცეს.

არახალია, რომ სადღესასწაულო სივრცეებში მრავალფეროვნებითა და კომფორტულობით გამორჩეული სივრცე, ისედაც სთავაზობდა თავის მომხმარებელს უამრავი სახის სივრცეებსა და ანიმაციებს, თუმცა ამჟამად გადაწყვიტეს, რომ მიუხედავად პანდემიური მდგომარეობისა, დაბადების დღეების ყველაზე განსხვავებული წვეულებები, პირდაპირ იუბილარის სახლში მოაწყონ, რაშიც ანიმატორებისა და გმირების გამოძახების სერვისი დაგეხმარებათ.

ყველაფერი ძალიან მარტივია, უკავშირებით ჩამოთვლილი ნომრებიდან ერთ-ერთზე:  599560660 , 551522997 , 555201070 , ირჩევთ თქვენთვის სასურველ გარემოს, კომპანიის წარმომადგენლები მოდიან, გიწყობენ ტერიტორიას, ხოლო შემდგომ, დათქმულ დროს სხვა და სხვა გმირებიც გესტუმრებიან, თან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა წესი დაცული იქნება და ბავშვებსაც განსაკუთრებულ დღეს აჩუქებენ.

მოკლედ, მათ ვისაც გსურთ, რომ ისედაც სტრესულ გარემოში, თქვენს პატარას დაბადების დღე გაუხალისოთ და არ გადაატაროთ ეს დღე ჩვეულებრივად, რადგან წელიწადში ისედაც სულ ერთხელაა, პრობლემა მოგვარებულია, ჰობის დახმარებით, შეგიძლიათ იზრუნოთ თქვენი შვილების განწყობასა და ბედნიერებაზე, ისინი მთლიან გასართობ ცენტრს, პირდაპირ თქვენს სახლში გადმოიტანენ. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები