ახალი ვირუსმა ყველა განსაკუთრებულად ემოციურები გაგვხადა. ერთმანეთის მიმართ შემწყნარებელი, ექიმების მიმართ მადლიერნი და სხვა…

პანდემიიდან გამომდინარე შინ აღმოჩენილნი კი, სოციალური ქსელებით ვარსებობთ. შეიქმნა უამრავი ჯგუფი და გვერდი, სადაც ადამიანები ვირუსის შესახებ საკუთარ გამოცდილებას წერენ, ან პირიქით კითხვებს სვამენ მის მოლოდინში.

ერთ-ერთ ასეთ სამედიცინო ჯგუფში აღმოჩნდა ფოტო პოსტით რომელმაც გულგრილი ვერავინ დატოვა. გადავწყვიტეთ, თქვენც გაგიზიაროთ.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ექიმი ირაკლი კვეკვესკირი აქვეყნებს პოსტს:

“ჩემი ყველაზე პაწაწუნა Covid დადებითი, საკმაოდ მძიმე პაციენტი (2 კვირა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, ფილტვის 70% დაზიანებით) გაეწერა სრულიად ჯანმრთელი… გამოჯანმრთელებული პაციენტია თვით ბედნიერება.

ეს პოსტი დავდე არა იმიტომ, რომ რამე განსაკუთრებული ჩვიდინე, არამედ ჩემი ბედნიერება გამეზიარებინა და ამ რთულ ჟამს, ცოტა პოზიტივი შემეტანა თითოეულ თქვენგანში.

გისურვებთ ჯანმრთელობას.”