“ჩემ ქმარს 20 წლით უმცროსი გოგო შეუყვარდა”

“10 წელია ცოლ-ქმარი ვართ.. გვყავს 3 შვილი..  გვიყვარდა ერთმანეთი… მაგრამ წელიწადნახევრის წინ დავეჭვდი, რომ ქმარი მღალატობდა. თვდაპირველად ის არ აღიარებდა, მაგრამ რამდენიმე თვის წინ გამომიტყდა, რომ სხვა უყვარს. ის სტუდენტია, 20 წლით უმცროსი მასზე. მას მერე, რაც ქმარი ამ გოგოსთან გადავიდა საცხოვრებლად, ვიტანჯები. შემეძლო მეპატიებინა ღალატი, მაგრამ მას არ უნდა დაბრუნება. მირეკავს მთვრალი, მთხოვს პატიებას იმისთვის, რომ სხვა შეუყვარდა და რომ ვერაფერს უხერხებს საკუთარ თავს. ბავშვები არ მიუტოვებია, გვეხმარება. მისი დანახვაც არ მინდა, არაფერი მინდა ვიცოდე მისი ახალი ცხოვრების შესახბ. მინდა, სადმე შორს წავიდე და დავივიწყო სამუდამოდ. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე?”

ელენე 37 წლის

ფსიქოლოგის კომენტარი:

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

განქორწინება – რთულია, განსაკუთრებით მისთვის, ვისაც ტოვებენ. ქორწინებაში ხდება ისე, რომ სიყვარული მიდის, რჩება სხვა გრძნობები – შეჩვევა, პატივისცემა, ერთმანეთის გვერდში დგომისა და დახმარების სურვილი. ამ გრძნობებზე ქორწინებას შეუძლია დიდხანს იარსებობს. მაგრამ ხდება ისეც, რომ ცოლ-ქმრიდან ერთ-ერთი ახალ სიყვარულს პოულობს და ეს გრძნობა ანგრევს წინა ცხოვრებიდან ნაშენებ ურთიერთობებს. ოჯახი ინგრევა.

ადამიანს უღალატეს და მიატოვეს სხვის გამო. როგორ უნდა მოიქცეს ამ სიტუაციაში. პირველ რიგში უნდა მიიღოს, რომ ეს სიტუაცია, გააცნობიეროს, რომ ასე მოხდა. დიახ, ცხოვრებას სხვადასხვა სცენარი აქვს, და ისეც ხდება, რომ ქმრები უკან ბრუნდებიან. როცა გტკივა და მძიმე პერიოდი გაქვს, ფიქრობ: იქნებ? მაგრამ მომხდარი ფაქტის გაანალიზება მაინც აუცილებლია.  პირველი წესი განქორწინების შემდეგ: ისწავლო ცხოვრება არა პოზიციიდან “როგორ არის ის იქ?”, არამედ “როგორ ვარ მე აქ?”

გაიხსენეთ ბავშვები, ის, რომ მათ ბედნიერი დედა ჭირდებათ. და ეს ბედნიერება საკუთარი თავისთვის თავად უნდა შექმნათ. ასეთი დასასრულის შემდეგ რთულია, გვესმის, მაგრამ ნელ-ნელა და ფრთხილად გაამთელებთ ნატკენ გულს. ამისათვის პირველ რიგში გაიხსენეთ, რომ ქალი ხართ. მოუარეთ საკუთარ თავს.

განშორებისგან გამოწვეული ტკივილის დავიწყება შეუძლებელია, მასში ვერ დაიკარგები, მისგან ვერ გაიქცევი, მას მხოლოდ უნდა გაუძლო. ისწავლო მის გარეშე ცხოვრება და ნელ-ნელა, წვეთ-წვეთ გაუშვა შენგან, ახალი სამყაროს შენებით.

თუკი თქვენს შორის იყო სიყვარული, ის ვერ გაიფანტებოდა დილის ნისლივით, უბრალოდ მას შეუძლია ტრანსფორმირდეს. თქვენ შილები გყავთ და სამუდამოდ მათ მშობლებად დარჩებით. ამიტომაც ყოფილ ქმართან მოგიწევთ ურთიერთობა შვილების გამო. და რაც უფრო კონსტრუქციულად გაივლით განქორწინების პერიოდს, მით მარტივი იქნება თქვენი შვილებისთვის ეს ყველაფერი.

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები