ექიმები Covid-19-ის დროს, თვითმკურნალობაში მყოფ პაციენტებს სასუნთქი სისტემის სავარჯიშოდ ბუშტის გაბერვას ურჩევენ.  გადაცემაში “პირადი ექიმი” პულმნოლოგი, პროფესორი თამაზ მაღლაკელიძე სავარჯიშოდ,  უფრო მარტივ გზას გვთავაზობს. რა უფრო სასარგებლოა სასუნთქი სისტემის სავარჯიშოდ: ბუშტის გაბერვა თუ წყლის ბუყბუყი?

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ განვასხვავოთ პანიკური შეტევა COVID-19-სგან!

– პაციენტებს, რომლებსაც გაძნელებული აქვთ ამოსუნთქვის მომენტი, ბუშტების გაბერვას ურჩევენ ხოლმე. ბუშტების გაბერვაზე უფრო ადვილი და მისაღებია, ჩავასხათ ნახევარლიტრიან ან ერთლიტრიან ქილაში წყალი, ან თუნდაც სხვა ნებისმიერ ჭურჭელში, შემდეგ კი კოქტეილის ჩხირით შესუნთქვა და ამოსუნთქვა გავაკეთოთ, 10-15 წუთის განმავლობაში, დღეში რამდენჯერმე. ჩავისუნთქვათ ჰაერს და ამოსუნთქვისას ვაბუყბუყებთ წყალს. ეს ბევრად მარტივი და ეფექტური მეთოდია, ვავრჯიშოთ სასუნთქი გზები და Covid-ის დროს შევიმსუბუქოთ სუნთქვის გაძნელება. – გვირჩევს ექიმი.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი