ბავშვი კარგად უნდა გადაღალო, რომ ადვილად დაიძინოს – 4 მცდარი რჩევა ბავშვის ძილის შესახებ!

ბავშვი ძილში იზრდება – ეს მითი არ არის და ძველი ხალხის ეს ნათქვამი საფუძველს მოკლებული საერთოდ არის!

ძილი – ისეთივე მნიშვნელოვანი მოთხოვნილებაა ბავშვისთვის, როგორიც კვება, ჰაერი და წყალი.

 

  1. როცა მოუნდება, მაშინ დაიძინებს;

სამწუხაროდ! ბავშვს არ შეუძლია დაარეგულიროს ქცევები. მისი აქტიურობა განპირობებულია გარემო ფაქტორებით. როცა ირგვლივ ამდენი საინტერესო რამ ხდება, თითქმის შეუძლებელია მოდუნდეს და დაიძინოს.

როგორ მოვიქცეთ სწორად: დედამ უნდა შეძლოს და დაიჭიროს ბავშვის დაღლილობის პურველი სიმპტომები, მაგალითად, ისრისავს ყურებს, ან თვალებს ხშირად ახამხამებს – ძილის დროა. თუკი ამ მომენტს ხელიდან არ გაუშვებთ, პატარას 5 წუთიც ეყოფა, რათა ღრმად ჩაიძინოს. მაგრამ თუკი ყურადღებას არ მიაქცევთ და გამოგეპარებათ ბავშვის ძილის პერიოდი, მალევე გამოფხიზლდება და უფრო გაუჭირდება დაძინება.

2. იმისათვის, რომ ბავშვმა უკეთ დაიძინოს, კარგად უნდა დავღალოთ.

ბავშვის ორგანიზმი ელემენტს გავს. სიფხიზლეში ელემენტი იცლება, მაგრამ ძილში – იტენება. როგორ მოვიქცეთ, თუკი ბავშვმა მთელი ენერგია სიფხიზლეში გალია, არ იძინებს და აგრძელებს აქტიურობას? ბუნებამ ესეც გათვალა: ამ დროს მეორე სუნთქვა ირთვება. ყველა მშობელმა იცის ბავშვის ისეთი მდგომარეობა, რასაც ჰიპერაქტიურობას ვუწოდებთ. ხან გაუთავებელი სიცილი, ხან ტირილი, ქცევების ხშირი ცვლა, არაფერი მოწონს, არაფერი უნდა.

ბიოქიმიური შეფასებით, ბავშვის ჰიპერაქტიურობის დროს, ხდება სტრესის ჰორმონების, კორტიზოლისა და ადრენალინის გამოყოფა. კორტიზოლი რამდენიმე საათით ჩერდება ორგანიზმში, რაც ხელს უშლის ბავშვს დაძინებაში. ანუ ბავშვის გადაღლის შედეგად რას მივიღებთ? პატარა დაიღალა, ეძინება, მაგრამ ვერ იძინებს. ან იძინებს და ყოველ 2 წუთში ტირილით იღვიძებს, რადგან ღრმად არ სძინავს.

როგორ მოვიქცეთ სწორად:

მაქსიმალურად დაიცავით  სიფხიზლის დაშვებული დრო, რა პერიოდშიც ის დაიღლება, მაგრამ არ გადაიქანცება. ეს დრო ასაკის, ტემპერემენტის და წინა ძილის ხარისხითა და ხანგრძლივობის  მიხედვით განისაზღვრება.

 

3. რაც უფრო გვიან დავაძინებთ ღამით, მით დიდხანს იძინებს დილით.

 

 

ინფორმაცია იმ მშობლებისთვის, ვისაც  მოენატრათ დილით ძილი, ან გვიან წვებიან და უჭირთ გაღვიძება, ბავშვს 7-8 წლამდე ჩართული აქვს ბიოლოგიური საათი და ადრე დააძინებთ ღამით თუ გვიან, მნიშვნელობა არ აქვს, ის მაინც გაიღვიძებს ჩვეულ დროს.

როგორ მოვიქცეთ სწორად:

რაც უფრო ადრე გაიღვიძებს პატარა დილით, მით ადრე უნდა დააძინოთ ღამით. 1,5-2 წლის ბავშვის სრულფასოვანი ძილის პერიოდი 11-12 საათია. ღამით დაძინების საათის გამოთვლა მარტივია. გამოაკელით მისი გაღვიძების ჩვეულ დროს 11-12 საათი და მაგ დროს დააწვინეთ ბავშვი ღამით დასაძინებლად.

 

4. აჯობებს მიაჩვიო ხმაურსა და სინათლეში ძილს.

ბავშვი, ისევე როგორც დიდი ადამიანი, რეაგირებს გარემო პირობებზე. ხმაურსა და სინათლეზე. ანუ იმისათვის, რომ ტვინმა დაიძინოს, საჭიროა სიწყნარე, სიმშვიდე და სიბნელე. გეცოდინებათ, რომ პატარას არ შეუძლია აკონტროლოს ყურადღება, მისი ქცევები უნებლიეა, ანუ რეაქცია აქვს ყველანაირ გარე ფაქტორზე. დაძინების წინ კი აუცილებელია მოდუნება, საკუთარ თავში მოქცევა, თვალების დახუჭვა. როგორ მოახერხებს ამას პატარა, თუკი საწოლის კიდეებიდან ათასი სათამაშო შესცქერის, იქვე მობილური ანათებს, ან კარს მიღმა უფროსების გაუთავებელი საუბარია?

გარდა ამისა, დაძინებაზე პასუხისმგებელი ჰორმონი მელოტონინი, ადვილად იშლება სინათლეში და გამომუშავდება სიბნელეში.

როგორ მოვიქცეთ სწორად: პირველი და ყველაზე მარტივი ის არის, რომ შეუქმნათ ბავშვს ძილისთვის კომფორტული, მშვიდი გარემო, სიჩუმე, ან თეთრი ხმაური, რომელიც სხვა, ძილისთვის ხელისშემშლელ ხმებს ჩაახშობს (წყნარი იავნანა, ზღვის ან ნიავის ხმა). სიბნელე – თავისთავად; და აუცილებლად, გრილი, სუფთა ჰაერი ოთახში.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები