განსაკუთრებული ყურადღება გვჭირდება მშობლებსა და ექიმებს!..

„ზამთარში ვირუსული ინფექციები მოიმატებს, ბავშვებში შესაძლოა კორონავირუსი გართულდეს“, – ამის შესახებ პედიატრმა, მაია ხერხეულიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„წელს განსაკუთრებული ყურადღება გვჭირდება, როგორც მშობლებს, ასევე ექიმებს, რადგან ხშირ შემთხვევაში კორონავირუსული ინფექცია განსაკუთრებით ბავშვებში, მისი მიმდინარეობა არ განსხვავდება ბანალური, სხვა ვირუსული ინფექციებისგან.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

დასაწყისში გვეგონა, რომ ბავშვებში ეს ვირუსი არ არსებობს, მერე ვნახეთ, რომ თურმე ემართებათ, მაგრამ შედარებით მსუბუქად, შემდეგ ვნახეთ რომ გართულებაც შესაძლებელია, ანუ გზადაგზა ვსწავლობთ რაღაცებს, ამიტომ ბავშვში აღმოჩენილი ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში, აუცილებლად საჭიროა ექიმთან კონსულტაცია“, – აღნიშნა პედიატრმა.