ბავშვებს მოსწონთ წიგნები, რომლებიც მოვლენათა მიზეზ-შედეგობრივობას განმარტავენ

ახალი კვლევის თანახმად, ბავშვები უპირატესობას ანიჭებენ მოთხრობებს, რომლებიც განმარტავენ თუ როგორ და რატომ ხდება ესა თუ ის მოვლენა. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვები მოვლენების დეტალურად გაგების დაუცხრომელ სურვილს ავლენენ.
მიუხედავად იმისა, რომ მკვლევარებს ჰქონდათ გარკვეული ინფორმაცია ბავშვების ინტერესებზე, მიზეზობრივი ინფორმაციის შესახებ, მათ არ იცოდნენ, ახდენდა თუ არა იგი გავლენას ბავშვების პრეფერენციებზე რეალური აქტიოვობებში, როგორიცაა კითხვა.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ბავშვები უპირატესობას ანიჭებენ მოთხრობებს, რომლებიც მიზეზ-შედეგობრივ ინფორმაციას შეიცავს. მიღებული შედეგები დაეხმარება მშობლებსა და მასწავლებლებს ისეთი წიგნების შერჩევაში, რომლებიც ბავშვებში კითხვის ინტერესს გაზრდის, რაც მნიშვნელოვანია ადრეულ ასაკში წიგნიერებისა და ენობრივი უნარების განვითარებისათვის.
ბავშვებს არ ასვენებთ სურვილი შეიტყონ თუ, როგორ ფუნქციონირებს სამყარო მათ გარშემო და ხშირად შეკითხვების უწყვეტ რიგს მიმართავენ მშობლებისა და მასწავლებლებისაკენ იმის დასადგენად, თუ რა როგორ მუშაობს.
წარსულში, მკვლევარებს ჰქონდათ ინფორმაცია ბავშვების ამგავრი დაინტერესების შესახებ მიზეზობრივ ინფორმაციით, თუმცა ეს ფენომენი არავის დაუკავშირებია რეალურ აქტოვბებთან, როგორებიცაა კითხვა და სწავლა.
„არსებობს მრავალი კვლევა ბავშვებში მიზეზობრივობასთან დაკავშირებულ ინტერესზე, მაგრამ ეს კვლევები უმეტეს შემთხვევაში ლაბორატორიულ პირობებში მიმდონარეობდა, სადაც მკაცრად გაკონტროლებული იყო პროცედურები და აქტივობები,“ განაცხადა ვანდერბილტის უნივერსიტეტის მკვლევარმა, მარგარეტ შავლიკმა.
„ჩვენ გვსურდა დაგვედგინა, თუ რა გავლენა ჰქონდა ამგვარ ადრეულ ინტერესს მიზეზ-შედეგობრივ ინფორმაციასთან დაკავშირებით, პატარა ბავშვების ყოველდღიურ აქტივობებზე, როგორიცაა ერთობლივი წიგნის კითხვა.“
კვლევა გამოქვეყნებულია ჟურნალ Frontiers in Psychology-ში.
კვლევაში, შავლიკმა და მისმა კოლეგებმა, ჩამოაყალიბეს ჰიპოთეზა, რომ ბავშვები უპირატესობას ანიჭებენ წიგნებს, რომელშიც ჭარბად არის მიზეზობრივი ინფორმაცია. ჰიპოთეზის ჭეშმარიტების დასადგენად ჩაატარეს კვლევა, რომელიც აერთიანებდა 3-4 წლის 48 ბავშვს, ოსტინიდიან. კვლევაში აგრეთვე მონაწილებდნენ ზრდასრული მოხალისეები, რომლებიც ბავშვებს უკითხავდნენ ორ განსხვავებულ, თუმცა მაქსიმალურად ერთმანეთის შესაბამის მოთხრობას, შემდეგ კი ბავშვებს მათ პრეფერენციებთან დაკავშირებით უსვამდნენ შეკითხვებს.
„ბავშვებს ვუკითხვადით 2 წიგნს: ერთი მდიდარი იყო მიზეზობრივი ინფორმაციით, ამ შემთხვევაში ცხოველების ქცევასთან დაკავშირებით, მეორე წიგნი კი მინიმალური მიზეზობრივი ინფორმაციის შემცველი იყო და უბრალოდ ცხოველებს აღწერდა,“ აღნიშნა შავლიკმა.
ბავშვებმა თანაბარი დაინტერესება და ენთუზიაზმი გამოავლინეს ორივე წიგნის კითხვისას, თუმცა კითხვაზე რომელ წიგნს ანიჭებდნენ უპირატესობას, ბავშვები მიზეზობრივი ინფორმაციით მდიდარ წიგნს ირჩევდნენ.
„ჩვენ გვჯერა, რომ მიღებული შედეგები განპირობებულია ბავშვების ბუნებრივი სურვილით შეიტყონ, თუ როგორ ფუნქციონრებს სამყარო,“ განაცხადა შავლიკმა.
აღნიშნული კვლევა ერთგვარ ინდიკატორს წარმოადგენს, რომ შესაძლოა მიზეზ-შედეგობრივობა იყოს სწორედ ის გასაღები, რაც ბავშვების გონებას სრულად ჩართავს რუტინულ სასწავლო აქტივობებში. სამომავლო კვლევებმა შესაძლოა გამოკვეთონ, აუმჯობებსებს თუ არა, მიზეზ-შედეგობრივი მასალა, სწავლის შედეგებს, როგორებიცაა წიგნიერება და ენობრივი უნარები.

მასალა მოამზადა : დავით გურასპაშვილმა

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები