ბავშვების საყვარელი დესერტი – მრავალშრიანი ფერადი ჟელე

ბავშვებისთვის არა მხოლოდ სამყარო, კერძებიც ფერადი უნდა იყოს. განსაკუთრებით, თუ ეს დესერტია.

ამ მარტივად მოსამზადებელი ჟელეთი ნამდვილად გაახარებთ და დაატკბობთ პატარებს.

დაგჭირდებათ:

  • ჟელე – მარწყვის ან ალუბლის 3 შეკვრა
  • ჟელე – კივის ან ლიმონის 2 შეკვრა
  • შესქელებული რძე – 2 ქილა
  • ჟელატინი – 90 გ

მომზადება:

გახსენით ხუთივე შეკვრა ჟელე შეფუთვაზე მოცემული ინსტრუქციის მიხედვით ცალ-ცალკე ჯამებში.

ათქვიფეთ შედედებული რძე.

ჩვეულებრივი ჟელატინი გახსენით 250 მლ ადუღებულ წყალში და ურიეთ, სანამ ბოლომდე არ გაიხსნება. შეურიეთ შედედებულ რძეს.

ფორმაში ჩააფინეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი ისე, რომ კიდეები ფორმის კედლებიდან გადმოეფინოს (ასე გაგიადვილდებათ ჟელეს დესერტის ფორმიდან გადმოღება).

ჩაასხით ფორმაში ჯერ წითელი ჟელე და შედგით მაცივარში 10-15 წუთი.

შემდეგ დაასხით რძის ფერი ჟელე და კვლავ შედგით მაცივარში 10-15 წუთი.

შემდეგ დაასხით მწვანე ჟელე და შედგით მაცივარში 10-15 წუთი.

გააგრძელეთ ფენების დასხმა და გაყინვა შემდეგი პრინციპით: რძისფერი-წითელი-რძისფერი, შემდეგ მწვანე – რძის ფერი – წითელი.

შედგით მაცივარში 2 საათით.

ამოიღეთ ფორმიდან და დაჭერით კვადრატებად!

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები