რა უნდა ვიცოდეთ ბავშვის ჰარმონიული და ბედნიერი განვითარებისთვის…

როდესაც ვსაუბრობთ ბავშვების ლაღ, ჰარმონიულ და ჯანსაღ განვითარებაზე, მნიშნველოვანია გავითვალისწინოთ, რომ ერთადერთი რაც მათ სჭირდებათ, ბედნიერი მშობლების დანახვა და მათთან ერთად, რაც შეიძლება მეტი დროის გატარებაა.


საყოველთაო კარანტინმა, უამრავ ოჯახში შექმნა პრობლემები, რომლებიც ბავშვების ჰიპერ აქტიურობასთანაა დაკავშირებული და ხშირად ვისმენთ, რომ მშობლებს ერთ სული აქვთ გარეთ გავიდნენ და ცხოვრების ადრინდელ რიტმს დაუბრუნდნენ, რაც ერთის მხრივ გასაგებია, მეორეს მხრივ კი სახლში გასატარებელი დრო ფუჭად დაკარგული, როდგან სავსებით შესაძლებელია, რომ თითოეულმა ადამიანმა, ეს პერიოდი მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენოს და პარალელურად, ხელი შეუწყოს ბავშვის ჰარმონიულ ემოციურ მდგომარეობას და ბედნიერების ხარისხის ამაღლებას.


თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, მედიაპორტალი moms.ge, ფსიქოთერაპიის ცენტრ “დიალოგის” ფსიქოლოგებს გაესაუბრა და თქვენთვის რჩევები მოამზადა:


1) იყავით მაქსიმალურად გულწრფელი თქვენს შვილებთან მიმართებაში, აუხსენით მათ შექმნილი მდგომარეობა და შეეცადეთ დრო ისეთი აქტივობებით შეავსოთ, რომელიც ბავშვების ჭირვეულობას, სასიამოვნო თავგადასავლად გადააქცევს და თქვენც ჩაერთვებით მათ ბავშვურ თამაშებში… გვახსოვდეს რომ ჩვენც ვიყავით ოდესღაც ბავშვები


2) შეეცადეთ, რომ მათი მოზღვავებული ენერგიის დასაცხრობად არ გამოიყენოთ მობ.ტელეფონი, პლანშეტი, კომპიუტერი და ვიდეოები, რომელიც ცალსახად ზრდის ბავშვის მიჯაჭვულობას გაჯეტებზე, რომელიც მომავალში შესაძლოა უამრავი პრობლემის საწინდარიც კი გახდეს…


3) ყველაზე მეტად, ბავშვის ბედნიერებისთვის, მშობლების ბედნიერი სახის დანახვაა საჭირო, არაა აუცილებელი ოჯახი მდიდარი იყოს, ნებისმიერ სიტუაციაში, გაუღიმეთ თქვენს პარტნიორს, გულწრფელად ესაუბრეთ ნებისმიერ თემაზე და ერთად გადალახეთ პრობლემები, რომელიც კორონამდე და კორონას განმავლობაში გაჩნდა, დაანახეთ ბავშვებს გულწრფელი, ლაღი ურთიერთობები, რომელშიც მრავლადაა სიყვარული და ურთიერთგაგება, ისინი აკოპირებენ ზრდასრულების ქცევებს და თვითონაც იგივე გაიმეორებენ მომავალში.


4) საღამოობით ერთად დასხედით და უყურეთ ბავშვებისთვის სასურველ მულტფილმებს, რომელიც მათ უყვართ, დაუთმეთ ძილის წინ 1-2 საათი და ამ ემოციებით დატვირთულ ბავშვს არც კოშმარები შეაწუხებს ღამით და შემდეგ დილასაც მეტად გაღიმებულები დაიწყებენ… (მაგალითისთვის, ერთ-ერთი სადღესასწაულო ცენტრი, ყოველ პარასკევს facebook-ის აუდიტორიისთვის, მშობლებს სთავაზობს სხვა და სხვა მულტფილმების, რომლითაც მშობლებს შეუძლიათ, რომ შვილებთან ერთად, დრო გაატარონ)


5) იყავით მომთმენნი, ის რომ გარშემო უამრავი პრობლემაა, საერთოდ არაა თქვენი ბავშვების დამსახურება და თუკი ხშირად “ნერვები არ გვყოფნის” მათ კითხვებზე პასუხის გასაცემად, გვახსოვდეს, რომ ზუსტად იგივეს გააკეთებენ თვითონ მომავალში, ამიტომ გამიჯნეთ ერთმანეთისგან პრობლემები და თქვენი შვილები, რომლებიც მხოლოდ სიყვარულს და მშობლის ყურადღებას საჭიროებენ, მათ ეს ჯანსაღი განვითარებისთვის, ძალიან სჭირდებათ.


ბოლოს კი გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი სიტუაციის გამოყენება შეიძლება, ნუ დავკარგავთ დროს, გამოვიყენოთ ეს დრო შვილებთან მეტად დაახლოვებისთვის, გავუზიაროთ ერთმანეთს ბედნიერი მომენტები, რადგან არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ოჯახის წევრების ჰარმონიული, ბედნიერი და ჯანსაღი ურთიერთგაგება და სიყვარული!

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები