ბავშვები, რომლებიც დედის სევდიანობაში საკუთარ თავს ადანაშაულებენ, მეტად არიან მიდრეკილნი დეპრესიისა და შფოთვისკენ

სამხრეთის მეთოდოლოგიური უნივერსიტეტის (SMU) მიერ ჩატარეული ახალი კვლევის თანახმად, ბავშვები, რომლებიც პასუხისმგებლობას გრძნობენ დედის სევდაზე, დიდი ალბათობით თავადაც იტანჯებიან დეპრესიითა და შფოთვით.
კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია Journal of Family Psychology- ში.
„ის ბავშვები, რომლებიც საკუთარ ბრალეულობას ხედავდნენ დედის სევდიანობასა და დეპრესიაში … გამოხატული ჰქონდათ ამავე სიმპტომების მაღალი ხარისხი.“ – განაცხადა SMU-ს ოჯახის ფსიქოლოგმა და წამყვანმა ავტორმა ქრისტინა კუროსმა.
ახალ აღმოჩენებზე დაყრდნობით, კუროსი თვლის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მშობლებმა და სხვა ადამიანებმა, რომლებიც მუდმივ ინტერაქციაში არიან ბავშვთან, დიდი ყურადღება დაუთმონ ბავშვის მიერ გამოხატულ ნიშნებს, დედის მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ჩაერიონ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი შეცდომით ფიქრობს, რომ დედის დეპრესიულობა მისი ბრალია.
კვლევა დაფუძნებულია გამოკითხვაზე, რომელშიც მონაწილეობა 129 დედამ და შვილმა მიიღო, სადაც გამოკითხულ ბავშვთა საშუალო ასაკი 13 წელს შეადგენდა.
კვლევაში მონაწილე დედებს წარედგინათ 20 დებულება, რომელთაც უნდა დათანხმებოდნენ ან არ უნდა დათანხმებოდნენ, მაგალითად: „მუდმივად მოწყენილი ვარ“ ან „ჩემი ჩვეული აქტივობების ინტერესი გამიქრა,“ იმის გასაგებად ჰქონდათ თუ არა მათ დეპრესიის სიმპტომები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ დეპრესიის დიაგნოზი ფორმალურად არ ჰქონდათ დასმული. კვლევაში მონაწილე ქალების თითქმის 12 პროცენტს გამოუვლინდა დეპრესიის სიმპტომების პოტენციური კლინიკური ხარისხი.
დედებს ასევე სთხოვდნენ ეცნობებინათ, როგორ ფიქრობდნენ ჰქონდათ თუ არა მათ შვილებს დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომები.
ამავდროულად, ბავშვები სთხოვდნენ შეევსოთ კითხვარი რომელიც ოთხი შეკითხვისაგან შედგებოდა, რათა დაედგინათ, უწევდათ თუ არა მათ გამკლავება დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომებთან, ასევე რაიმე კუთხით ადანაშაულებდნენ თუ არა საკუთარ თავს დედის დეპრესიაში.
კუროსის განცხადებით არსებობს ორი მსგავის განმარტება კავშირზე, მშობლის დეპრესიულ სიმპტომებსა და ბავშვის მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით.
„თუ ბავშვები საკუთარ თავს ადანაშაულებენ დედის დეპრესიულ სიმპტომებთან მიმართებაში, მაშინ სავარაუდოა, რომ ისინი მეტად დაითრგუნებიან ამის გამო და კვლევების შედეგადაც დადგენილია, რომ რეფლექსია სტრესორზე, განსაკუთრებით უკონტროლოზე, დაკავშირებულია დეპრესიასა და შფოთვასთან.
ასევე, თუ ბავშვი პირად პასუხისმგებლობას გრძნობს დედის სიმპტომებთან დაკავშირებით, შესაძლოა „მისი გამოსწორება“ სცადოს და გამოიყენოს არაეფექტური დაძლევის სტრატეგიები. შესაძლოა ამ ყველაფერმა ბავშვს უმწეობის განცდა და დაბალი თვით-შეფასება ჩამოუყალიბოს, რადგან ბავშვი არასწორ ატრიბუციას უკეთებდა დედის დეპრესიის სიმპტომების გამომწვევ რეალურ მიზეზებს.“
იმის დასადგენად, იგივე ეფექტი აქვთ თუ არა, მამების დეპრესიას ბავშვებზე , დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო.

მასალა მოამზადა : დავით გურასპაშვილმა

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები