ბავშვები, რომელთაც პრობლემური ურთიერთობა აქვთ საკუთაარ დედებთან, „დამოკიდებულნი“ არიან სკოლამდელ აღმზრდელ-პედაგოგებზე

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კულტურის, განათლებისა და ადამიანის განვითარების სტეინჰარდტის სკოლის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვებს, რომელთაც სკოლამდელ აღმზრდელ-პედაგოგებთან  „დამოკიდებული“ ან მიჯაჭვული ურთიერთობა ახასიათებთ, აქვთ ტენდენცია, რომ დედებთან ურთიერთობისას პრობლემები გამოუვლინდეთ.

ახალი კვლევა გამოქვეყნდა აკადემიურ კვლევით ჟურნალ Attachment and Human Behavior-ში, სადაც ნაჩვენებია, რომ მოგვიანებით, დაწყებით სკოლაში, ეს ბავშვები მიდრეკილნი იყვნენ შფოთვისადმი და გადამეტებული სიმორცხვისადმი.

„ჩვენი კვლევა გვიჩვნებს, რომ სკოლამდელ აღმზრდელ-პედაგოგებს აქვთ პოტენციალი, ერთგვარი საყრდენის როლი შეასრულონ, მეტად დამოკიდებული ბავშვებთან,“ განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა რობინ ნეუჰაუსმა. „სითბოს, მხარდაჭერისა და სიახლეების აღმოჩენისადმი ბავშვის წახალისებით, სკოლამდელ აღმზრდელ-პედაგოგებს აქვთ შესაძლებლობა, რომ შეცვალონ ბავშვების ტრაექტორია, რომლებიც სხვა შემთხვევაში შესაძლოა შფოთვას პირისპირ აღმოჩნდნენ დაწყებით სკოლაში.“

ანალიზისათვის გამოყენებული იქნა, ჯანმრთელობის ეროვნული ისნტიტუტის მიერ შეგროვებული 769 ბავშვის მონაცემი. ნეუჰასი და მისი კოლეგები იკვლევდნენ, ამერიკაში მცხოვრები მშობლებისა და შვილების მიჯაჭვულობის ტიპების, შეფასებებს. მონაცემები მოიცავდა ინფორმაციას მიჯაჭვულობი შესახებ ბავშვის დაბადებინა 36-ე და 54-ე თვეში, ასევე სკოლის პირველ, მესამე და მეხუთე კლასებში, სადაც შეფასებული იყო დამოკიდებულობა, სიახლოვე, კონფლიქტი და სხვა ქცევები, როგორც ბავშვებსა და მათ დედებს შორის, ასევე ბავშვებსა და მათ მასწავლებლებს შორის.

„მრავალ დონიანი მოდელების შედეგებმა აჩვენა, რომ ამგვარი დამოკიდებული ქცევა სკოლამდელ აღმზრდელ-პედაგოგებთან მიმართებაში, დაკავშირებული იყო შფოთვის მაღალ დონესთან მაშინ, როდესაც ბავშვები მეხუთე კლასში იყვნენ. ასევე, დამოკიდებული ქცევა გარკვეულწილად შუამავლის როლს ასრულებდა მშობელი – შვილის პრობლემურ მიჯაჭვულობასა და შფოთვას შორის,“ აღნიშნა ნეუჰაუსმა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები