ადრეულ ასაკში ალერგია ყველაზე ხშირად ატოპიური  დერმატიტის სახით ვლინდება. მას სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა  სახელითაც მოიხსენებენ  –  ეგზემა,  ნეიროდერმატიტი, დიათეზი. ატოპიური დერმატიტი არის  კანის ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომელიც ხასიათდება კანის ქავილით, სიწითლით და ამ სიმპტომების პერიოდული განმეორებადობით. განსაკუთრებით ხშირია მისი გამწვავების შედეგები ბავშვებში. როგორც წესი, იგი პირველად 3 – დან 6 თვემდე ასაკში ვლინდება.

ატოპიური დერმატიტის ზუსტი გამომწვევი მიზეზი არ არის ცნობილი. მაგრამ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები: შეიძლება ეს იყოს გენეტიკური, ასევე ჩამოუყალიბებელი იმუნური სისტემა. გარეგანი ფაქტორები, როგორიცაა ზამთრის სუსხიანი ამინდი ან სიცხე და საპონის გამოყენება.

ბავშვებში ატოპიური დერმატიტის ზოგადი სიმპტომები:

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ახალშობილის შემთხვევაში პროცესი ძირითადად ლოკალიზებულია სახის და თავის არეში,  –  აღინიშნება ლოყების სიმშრალე, აქერცვლა , ჰიპერემია, თავის  არეში  გნეისი ( ქერქები) , შესაძლოა კანის სიმშრალე გამოხატული იყოს  კიდურების გამშლელი ზედაპირებსა და სხეულზე. ხშირად დაავადების გამწვავება ვლინდება  დამატებითი კვების დაწყებისას. ხოლო 2-12 წლის ბავშვებში უპირატესად კიდურების მომხრელი ზედაპირის კანზე, ყელზე, იდაყვის და მუხლის ფოსოებში და მტევნის ზურგზე გვხვდება.

ატოპიური კანის  სწორი  მოვლა.

აუცილებელია კანი იყოს მუდმივად დატენიანებული. დამატენიანებელი და დამარბილებელი კრემები და მალამოები ატენიანებენ კანს და ხელს უშლიან მის გამოშრობას. უფრო ეფექტურია, თუ მათ წაუსმევთ ბავშვს დაბანის შემდეგ დაუყოვნებლივ. კვლევებით დადასტურებულია, რომ   ატოპიური დერმატიტის განვითარების რისკის მქონე ბავშვებში კანის სრულფასოვანი დატენიანების  ადრეული დაწყება  ხელს უშლის ატოპიური დერმატიტის განვითარების.

აბაზანის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10-15 წუთს, რადგან ხანგრძლივი აბაზანა კანს მეორადად გამოაშრობს. დაბნვისას უმჯობესია არ გამოვიყენოთ საპონი ან გამოიყენოთ PH ნეიტრალური საპნები ან მხოლოდ წყალი. აბაზანის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული  კანის დამატენიანებელი საშუალება,  რადგან ასეთ შემთხვევაში იგი უკეთესად შეიწოვება და გაცილებით  ეფექტურია.

მასალის ავტორი: სოფია მალანია