ბუშტებით თამაში ბავშვის სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.  მკვლევარებმა დეტალურად შეისწავლეს იმ ნივთების ფორმები, მოცულობა და სახეობები, რომლებიც ბავშვების დახრჩობას იწვევდა. კვლევებით დადგინდა, რომ ბავშვებისთვის განსაკუთრებით საშიშ ნივთებს შორის მცირე ზომის სათამაშოების ნაწილებია, რომელთა დიამეტრი 3,17 სანტიმეტრს უტოლდება. ასევე, როგორც აღმოჩნდა, ბავშვებისთვის განსაკუთრებით საფრთხის შემცველია სფეროს ფორმის საგნები, როგორიც არის ბურთი, მინის პატარა ბურთულები, თოჯინები, რომლებსაც სფეროს ფორმის თავი აქვთ. სფეროს ფორმის ნივთებზე უფრო საშიშად მეცნიერებმა ისეთი საგნები დაასახელეს, რომლებიც ბავშვის სასუნთქი გზების ფორმას ერგებიან. სწორედ მსგავსი ნივთების კატეგორიაში მოხვდა ბუშტიც. კვლევებით დადგინდა, რომ ბუშტის ნაწილის საჰაერო გზებში მოხვედრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების რიცხვი განსაკუთრებით მაღალია 3-6 წლის ბავშვებში.

მშობლებმა ბავშვების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შემდეგი რეკომენდაციები აუცილებლად უნდა დაიცვან:

არასდროს მისცეთ ბავშვს შესაძლებლობა ითამაშოს ბუშტით,    არასდროს ჩათვალოთ, რომ სათამაშო ბავშვისთვის უსაფრთხოა, რადგან მას გავლილი აქვს შესაბამისი ტესტირება, რომელიც ადასტურებს, რომ პროდუქტი ალერგიული არ არის.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

არ ჩათვალოთ, რომ ბავშვს საფრთხე არ ემუქრება, რადგან ის უკვე სამი წლის გახდა.

თუ ნივთი ბავშვის პირის ღრუში ეტევა, ყოველთვის ყურადღებით დააკვირდით, როდესაც ის ამ საგნის სიახლოვეს იმყოფება.

გახსოვდეთ, ქაღალდისგან დამზადებული ბუშტები ლატექსის მასალისგან დამზადებულ ბუშტებთან შედარებით გაცილებით უსაფრთხოა.

აუცილებლად იყავით ინფორმირებული პირველადი დახმარების გაწევის პროცედურების შესახებ.

მომზადებულია ​Drgreene.com -ის მიხედვით

მოამზადა: ნათია ხარბედიამ