არა, სამწუხაროდ ლიმონიანი წყალი არ აკლებინებს წონაში!

წონის კლების მთავარ მითს ამერიკელი მეცნიერები აქარწყლებენ.

შესაძლოა საქმე ლიმონშია, ან წყალში.

როგორც უნდა იყოს, ლიმონიანი წყალი – მთავარი ველნეს-მითი, რომელიც საოცრად პოპულარული გახდა ინსტაგრამ-მედიცინაში. ბიონსე, ჟიზელ ბუნდჰენი, ნაომი კემპბელი და ათასობით ლამაზმანი, რომლებზეც ვაკეთებთ სწორებას, დილას ლიმონიანი წყლით იწყებენ. მაგრამ რას აკეთებს ეს სინამდვილეში?

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ნიუ-იორკის Touro College of Osteopathic Medicine Туро-ის პროფესორი, ცნობილი გასტროენტეროლოგი ნიკეტ სონპალი Topic-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ლიმონიანი წყალი, ან წყალი ლიმონის გარეშე, ჩვეულებრივი წყალია, რომელიც კალორიებს არ შეიცავს. კარგი ამბავი: არ არის კალორიები – არაფერი დაგროვდება. ცუდი: არ არის კალორიები, ესეიგი, არაფერია დასაწვავი, ანუ არაფერია დასამეტაბოლიზებელი. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ თუ წყალი წივი იქნება, კიდევ არის შანსი, რომ დავწვათ კალორიები, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით.

რაც შეეხება ლიმონის მოქმედებას გახდომის პროცესში, ამასთან დაკავშირებით არანაირი კვლევა არ არსებობს! 2010 წელს, იაპონელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ინსულინგამძლე ლაბორატორიულ თაგვებს ლიმონში შემავალი პოლიფენოლის მიცემის შემდეგ წონის კლება აღენიშნათ. “ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ადამიანებზეც იგივე ზემოქმედება ექნება ამ ნივთიერებას, ჩვენ არ ვიცით და ეს ჯერჯერობით დამტკიცებულიც არ არის”, – მათქვამია სამეცნიერო დასკვნაში.

“გახდომის” ობიექტური ფაქტორი: წყლის რეგულარული მიღებით გავსებული კუჭია, რის შედეგადაც ტვინი წყვეტს საკვენის მიღებაზე ფიქრს, მაგრამ ლიმონი ჯადოსნური მეთოდით ცხიმს ნამდვილად არ წვავს.

“სინამდვილეში რეგულარულად მიღებული ლიმონიანი წყალი – დიდი დოზით C ვიტამინია. ეს შესანიშნავია იმუნიტეტის გასალიერებლად, მაგრამ საჭმლის მონელებას ან ღვიძლის დეტოქსსთან ის არაფერ შუაშია, – აღნიშნავს ნიკეტ სონპალი. – ადამიანები წყლის ნიჟარას არ გვანან, სადაც სპეციალურ გასაწმენდ ხსნარს ვასხავთ, როცა ის იჭედება. ჩვენი თირკმლები, კუჭ-ნაწლავი და ღვიძლი აპრიორი ასრულებენ ფილტრის ფუნქციას და თავად გამოდევნიან ტოქსინებს, ლიმონიანი წყლით ან მის გარეშე. ერთაერთი, რაც არომატულ ციტრუსს შეუძლია, – ეს წყალი უფრო გააგემრიელოს და დაატენიანოს ორგანიზმი.

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები